ბანანი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ბანანი"

ხილის ყინული თქვენთვის და ბავშვებისთვის

ზაფხული არის ნაყინის სეზონი. კონდიციონერთან თუ ქუჩაში, ნაყინი და გაზიანი სასმელი ფაქტიურად სულ გჭირდება. ჰოდა ეს ყველაფერი კალორიებია და არც ისე ჯანსაღი. სახლისთვის შეგიძლიათ ასეთი ალტერნატივა გააკეთოთ: 1. ყიდულობთ ხილს (ვაშლატამა, ნესვი, მარწყვი, კენკრა, რაც გნებავთ) 2. ყიდულობთ ერთჯერად ჭიქებს, ოღონდ პატარებს. თუ იპოვით, ხის ჯოხებსაც 3. აბლენდერებთ ხილს რაც შეიძლება კარგად, ერგვაროვან ფაფამდე 4.

მოცვისა და ბანანის სმუზი

მოცვის სასარგებლო თვისებებზე ალბათ ბევრი გსმენიათ. ბოლო დროს მისი შოვნა მაღაზიებში ისეთი რთული აღარ არის, როგორც ადრე. ბანანი ხომ ყოველი ფეხის ნაბიჯზეა. სმუზების მთავარი ღირსება ჩემთვის, როგორც ადრეც აღვნიშნე, მასში რძის უმტკივნეულოდ შერევის შესაძლებლობაა. ჩემნაირი რძისმოძულეებისათვის მისწრებაა. თუმცა, ვისაც რძე ჩემზე მეტად გძულთ, შეგიძლიათ მის ნაცვლად ნაყინი გამოიყენოთ. დაგჭირდებათ: 4 ცალი ბანანი

ხილის უგემრიელესი სმუზი – ვიტამინების საბადო

ჩვენ ყოველდღიურად თუ არა, დღეგამოშვებით მაინც ვახერხებთ მივიღოთ უფრო მეტი არაჯანსაღი წვენი და სხვა უალკოჰოლო სასმელი, შაქრითა და კონსერვანტებით გაჯერებული, მაშინ, როცა თავად შეგვიძლია მოვამზადოთ ხილის უგემრიელესი სასმელები. თუ ოდნავ მეტს მოინდომებთ და მითუმეტეს თუ გვერდში Bosch MUM5 - ანუ უჭკვიანესი მულტირობოტიც გყავთ, ყველაზე ჭირვეულ ბავშვსაც კი შეიძლება მოაწონოთ სხვადასხვა ხილისგან მომზადებული

შემწვარი ბანანი

თუ ბანანის შეწვა ჯერ არ გიცდიათ, ეს პოსტი თქვენთვისაა. გადაავლეთ თვალი. პირველ რიგში, ტაფაზე გაადნეთ 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი (ან თუ არ გაქვთ - ჩვეულებრივი, ანდა სულად თაფლი) და კარაქის პატარა ნაჭერი. ცხელში ჩაუშვით 1-2 ცალი დაჭრილი ბანანი და მობრაწეთ. შემდეგ სათითაოდ გადააბრუნეთ და 1 მუჭი დაჭრილი ნიგოზიც დაამატეთ. როცა ბანანი და

შოკოლადის ნამცხვარი გამოცხობის გარეშე

თუ  ტკბილეული გიყვართ, ღუმელის ჩართვა კი ძალიან გეზარებათ, სწორედ რომ სათქვენო რეცეპტი მოგიტანეთ :)  ეს შოკოლადისა და ბანანის ნამცხვარია გამოცხობის გარეშე! მისი რეცეპტი სადღაც, ინტერნეტში "ყვინთვისას" შემომხვდა და ჩავინიშნე. ძალიან მარტივია და გემოც საკმაოდ ნორმალური. თუმცა, მე პირადად, ჩვეულებრივ-ტრადიციული გამომცხვარი ვერსიები უფრო მხიბლავს. თუმცა ვისთვის როგორ - შეიძლება თქვენ ეს

ფხვიერ ცომში გამომცხვარი ბანანი

ამ დესერტს ცალკე არ მოვამზადებდი, ტარტის ცომი რომ არ მომრჩენოდა. ასე ვთქვათ, ექსპერიმენტული დესერტია. საერთოდ დესერტებს არ ვყოფ კატეგორიებად, ყოველთვის სიამოვნებით მივირთმევ, მაგრამ  ამაზე ვიტყვი რომ ნამდვილად სეზონური დესერტია. ცივ ამინდებს უხდება, ზაფხულში მისგან სიამოვნებას ვერ მიიღებთ, ახლა კი სწორედ დროული იქნება. ბანანი ცოტა ნეიტრალური გემოს ხილია, ამიტომ , თუ გამოაცხობთ,

შოკოლადის ნაყინის ტორტი

კიდევ ერთი ნაყინის ტორტი მინდა შემოგთავაზოთ, ამჯერად შოკოლადის და ბანანის გემოთი. ესეც ისეთივე ადვილია, როგორც პირველი ნაყინის ტორტი, ვფიქრობ, ნებისმიერი მსურველი, თუნდაც დამწყები კულინარი შესძლებს მის მომზადებას.  ორივე ტორტი ფანტაზიის გაშლის კარგ შესაძლებლობასაც იძლევა, დაამატეთ თქვენი ვარიაციები და ისიამოვნეთ ზაფხულის ცხელ დღეებში :) 500 მლ შოკოლადის ნაყინი 100 გ კაკაოანი ორცხობილა 50 გ

შოკოლადის ფონდჲუ

ფონდჲუ, a.k.a. Fondue შვეიცარული დელიკატესია (დელიკატესი? ალბათ, აბა კერძი არ ეთქმის:)). როგორც წესი, ის ყველისგან მზადდება, თუმცა ვარიაციები შოკოლადითაც არსებობს.დღეს, მეგობრებთან ერთად, შოკოლადის ფონდჲუს გაკეთება გადავწყვიტე. სპეციალური თასი, თავისი ჩანგლებით, აი ასეთი,  ბერლინში ვიყიდე ცოტა ხნის წინ (თუმცა, თუ გული გულობს, ამ თასის გარეშეც შეიძლება გაკეთება ;)).ამისთვის ვიყიდე:2 ფილა შოკოლადი

Top