თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ბაზილიკი" (Page 2)

ხორბლის სალათი იტალიურად

იტალიელებს ხომ ძალიან უყვართ ზეითუნის ზეთიანი მარინადები. ცოტ-ცოტას ყველაფერს ამარინადებენ - ბოსტნეულს, ყველს, არომატულ მცენარეებს, თევზს...   ამ სალათში სწორედ ზეითუნის ზეთში დამარინადებული წიწაკა გამოიყენება, რომლის რეცეპტის ნახვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ 1 ჭიქა კანგაცლილი ხორბალი, ბულგური (იყიდება მარკეტებში, სხვადასხვა ზომაზე დაღერღილი ან მთლიანი) 1 ცალი დამარინადებული წითელი წიწაკა (ან ყვითელი, ან ორივე) 4-5 უკურკო ზეთისხილი 100-150 გ

შემწვარი დამარინადებული წიწაკა იტალიურად

შემწვარი და შემდეგ ზეთში დამარინადებული წიწაკა იტალიური სამზარეულოს კლასიკაა და ძალიანაა გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების კულინარიაში. შესაბამისად, რეცეპტიც მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. იტალიურ ვერსიაში წიწაკას ზეითუნის ზეთში დებენ ნიორთან, ორეგანოს ან ბაზილიკის ფოთლებთან ერთად. სავსებით შესაძლებელია ამ მცენარეების ხმელი სახით გამოყენებაც (ნივრის გარდა). ასეთი წიწაკა ხშირად გამოიყენება სალათებში, ბუტერბროდებსა და სხვადასხვა საუზმეულში. გასაკეთებლად

ფუნთუშები ხაჭოთი და ზეთისხილით

ყველას მოგესალმებით :)  სწავლის დაწყების გამო, რამდენიმე დღე ბლოგისთვის ვეღარ მოვიცალე, მაგრამ ახლა ისევ აქ ვარ და თან შევეცადე რეცეპტიც  სკოლის თემასთან ახლოს ყოფილიყო. რას ვგულისხმობ და კვებას სკოლაში. ხომ იცით ეს როგორი მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია.  ამიტომ გადავწყვიტე დღეს ამ ფუნთუშების თქვენთვის გაზიარება, შეგიძლიათ წინა საღამოს გამოაცხოთ, მეორე დღეს

კროსტინი, საუზმე იტალიურად

იტალიელებს, ფრანგებისა არ იყოს, საოცარი სამზარეულო აქვთ! განსაკუთრებით სიმარტივე მომწონს მასში,  მცირე ინგრედიენტებისგან შექმნილი სრულყოფილი გემო, გამოკვეთილი არომატები, ზეითუნის ზეთი, ბაზილიკი, პასტა ღვინისარომატიანი სოუსით, ყველი ნაირნაირი...   მგონი თქვენც მოგშივდათ, არა? :)  შეგიძლიათ კროსტინი მოიმზადოთ, ხრაშუნა არომატული პური, ადვილიცაა და გემრიელიც. კროსტინი და ბრუსკეტა ჰგავს ერთმანეთს, მომზადების პრინციპი თითქმის ერთნაირი აქვს.

ომლეტი წიწაკით და ბაზილიკით

უბრალოდ შემწვარი კვერცხი ცოტა მოსაწყენია, არ მეთანხმებით?  მაგრამ თუ სხვადასხვა ინგრედიენტებს დავამატებთ, უკვე განსხვავებულ, გემრიელ საუზმეს მივიღებთ :) ადრე ვწერდი, რომ ქოთანში ბაზილიკი დავთესე. უკვე გაიზარდა და აქტიურად ვიყენებ სხვადასხვა კერძში. თქვენც გირჩევთ იგივეს გაკეთებას, ძნელი სულაც არ არის - 1 ქოთანი, 2-3 ლარი თესლის საყიდლად (რომელიც საკმაოდ დიდხანს გეყოფათ) და

Top