თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ბაზილიკი"

შემწვარი ყაბაყის სალათა

ბოლო დროს ძირითადად მარტივ კერძებს ვამზადებ. მაქსიმუმ 30-40 წუთში რომ მოვასწრო. ყაბაყი, ბადრიჯნისგან განსხვავებით უფრო მეტად მიყვარს და ხშირად ვიყენებ. ეს კერძიც ძალიან მსუბუქი, გემრიელი და სასარგებლოა. ერთნაირად კარგია თბილიც და ცივიც.   2 ქორფა ყაბაყი 1-2 კბილი ნიორი მარილი პილპილი რეჰანი (ან ქინძი, ან კამა) ყაბაყი დავჭრათ თხელ ნახევარრგოლებად.  დიდ ტაფაზე გავაცხელოთ

პესტო – იტალიელების საყვარელი სოუსი

სანამ პესტო საკუთარი ხელით არ გავაკეთე, ვფიქრობდი, რომ არ მიყვარდა!  მაღაზიაში ნაყიდი არც ახლა მიყვარს, ნამდვილი, ტრადიციული, სახლში მომზადებული კი უბრალოდ სულ სხვაა!  ერთხელ ერთი იტალიელი მზარეულის გადაცემაში ვნახე, როგორ ამზადებდნენ ამ არაჩვეულებრივ საწებელს და მას შემდეგ, სულ მინდოდა, თავადაც მეცადა. მზარეული რობერტო, ან იქნებ ჯუზეპეც ერქვა, აღარ მახსოვს,  დილაადრიან

ქათმის ფილე ბოსტნეულით

დღეს ბოსტნეულთან ერთად მოშუშული ქათმის ფილეთი გაგიმასპინძლდებით. გემრიელი და ძალიან მარტივი კერძია, მოსამზადებლად სულ რაღაც 30 წუთი დაგჭირდებათ. 400 გ ქათმის ფილე 1 -1 პატარა წითელი და მწვანე  ტკბილი წიწაკა 1 თავი ხახვი 1-2 კბილი ნიორი 400 გ კანგაცლილი დაჭრილი პამიდორი (ცოცხალი ან კონსერვირებული) მარილი, პილპილი, რეჰანი ტაფაზე დავბრაწოთ  გრძელ ზოლებად დაჭრილი ქათმის ფილე.  დავამატოთ წვრილად დაჭრილი

ბრუსკეტები ქართულ-იტალიურად

რატატუი და ლუდი კაიზერი დღეს უგემრიელესი, თბილი ბუტერბროდის რეცეპტს გთავაზობთ. იდეალურია დილას, საუზმეზე თუ საღამოს, ლუდთან მისაყოლებლად. მომზადება ძალიან მარტივია, სულ 20 წუთი დაგჭირდებათ და თქვენს მენიუს ნოყიერი და ჯანსაღი ბრუსკეტები დაამშვენებს, ქართულ-იტალიური არომატით. ამისთვის პური, პომიდორი ჩერი (ანუ პატარა პომიდორები), სოკო, ბეკონი, ყველი და ერთიც ჩვეულებრივი პომიდორა საჭირო, ანუ ფაქტიურად -

თევზი ბოსტნეულის სოუსში

დღევანდელი რეცეპტი გახლავთ თევზი ბოსტნეულის არომატულ სოუსში.  რა თქმა უნდა, გემრიელია - როგორც ყველა რეცეპტი ამ ბლოგზე :D  თან სწრაფადაც მზადდება. თვითონ თევზი იძენს შესანიშნავ არომატს და გემოს. გამოდგება ნებისმიერი თევზი, განსაკუთრებით თეთრი, ნაკლებ ცხიმიანი და უფხო თევზეული. ამ ჯერად მე მქონდა ნოტოტენია, მაგრამ კარგი გამოდის კალმახითაც. 800 გ თევზი ნოტოტენია 500 გ

პიცა – შეძლებისდაგვარად დეტალური რეცეპტი

ამ პოსტში შევეცდები ის მოკრძალებული გამოცდილება გაგიზიაროთ, რაც პიცის ცხობის შესახებ  დამიგროვდა, წამიკითხავს ან მინახავს.  უპირველეს ყოვლისა, ყველანი ვთანხმდებით რომ პიცის გამოსაცხობად იდეალურია ქვის ღუმელი, შეშით რომ გაახურებ და  დაბრაწული პიცის გარდა, კიდევ უამრავ გემრიელ კერძს მოამზადებ. მაგრამ მე ასეთი ღუმელი ჯერჯერობით არ მაქვს, არც ის ვიცი, როდის მექნება, ამიტომ

კარტოფილის სალათა

კარტოფილი ჩემი საყვარელი ბოსტნეულის სიაში საპატიო ადგილს იკავებს. შემწვარი კარტოფილი ხომ საერთოდ, უგემრიელესია, მაგრამ ამასთანავე აბსოლუტურად არა-სასარგებლო :(  ვცდილობ, იშვიათად მოვამზადო და მივირთვა.  ჩემს საყვარელ კარტოფილს უფრო სასარგებლო გამოყენებას ვუძებნი, ნაკლებად ცხიმიანს და ბევრად ჯანსაღს.   600 გ კარტოფილი 1 პატარა თავი  ბროკოლი 1-2 მოხარშული კვერცხი, სურვილით 6 ს.კ ზეით.ზეთი ½ ჩ.კ მდოგვი 2 ს.კ ტარხუნის ძმარი

წვნიანი მიდიებით

დღეს ისე გრილა, ცხელი და ცხარე წვნიანის ჭამა სასიამოვნოც კია :)  ეს მიდიების არომატული სუპია, ღვინით და ოსპით.  თუ სახლში ყველა ინგრედიენტი გაქვთ, სცადეთ, გემრიელი, სასარგებლო და სურნელოვანია :)   250-300 გ გარჩეული მიდიები 1 სტაფილო ½ ჭ წითელი ოსპი 1 ხახვი 1 კბილი ნიორი 600 მლ წყალი ½ ჭ წითელი ღვინო (თეთრიც შეიძლება) ½ ჭ ტომატის საწებელი ან

სპაგეტი მიდიებით და პამიდვრით

ზოგჯერ გული მწყდება, სადმე ოკეანის პირას რომ არ ვცხოვრობ, სადაც ყოველ სისხამ დილით მეთევზეებს ახალდაჭერილი თევზი და ზღვის პროდუქტი გამოაქვთ წყლიდან. ეს ჩემი საყვარელი საკვებია, მაგრამ ქართულ რეალობაში ძნელია თავი ხშირად გაინებივრო: არც არჩევანია დიდი და არც ფასია პატარა :)  თუ თქვენც გიყვართ ზღვის პატარა, უშნო არსებები და  მაცივარშიც მოგეპოვებათ

არომატული ზეთი და ძმარი სალათებისთვის

სხვადასხვა არომატით გაჯერებული ზეთი და ძმარი ძალიან ადვილად მზადდება და არაჩვეულებრივ სურნელსა და გემოს  სძენს სალათებს. მინის პატარა ჭურჭელში უამრავი სახეობა შეგვიძლია დავამზადოთ, იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულებით გვსურს მათი გამოყენება.  ზეთისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე ინგრედიენტი: ნიორი, წიწაკა, პილპილის მარცვლები, როზმარინის ტოტი, ბაზილიკის ან შაშკვლავის ფოთლები, ხმელი

შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო

ეს პატარა სახალისო კომბოსტო პირველად თურქეთში გავსინჯე და შევიყვარე რამდენიმე წლის წინ.  მას შემდეგ, როცა თბილისშიც მხვდება, ყოველთვის ვყიდულობ და სხვადასხვანაირად ვამზადებ, საუკეთესო შედეგის ძიებაში. ბრიუსელის კომბოსტო საქართველოშიც ნელ-ნელა ხდება პოპულარული.  სხვა ბოსტნეულთან ერთად,  ძალიან გემრიელია ბრინჯთან, წვნიანში ან ცალკე შემწვარი.  შეგვიძლია შევწვათ სხვა და სხვა ბოსტნეულთან. ამჯერად სწორედ შემწვარი კომბოსტოს

სპაგეტი კრევეტებით

ეს უგემრიელესი კერძი იტალიელი შეფ-მზარეულის ჯინო დ’აკამპოს წიგნიდანაა. წიგნს ჰქვია ‘’fantastico!” და მასში შესული რეცეპტები ზუსტად ამართლებს ამ სახელს!  ჯინო წერს, რომ ეს კერძი მისი საუკეთესო რეცეპტების სიიდანაა და 2003 წელს სარდინიაზე დასვენებისას მოუმზადა საკუთარ ოჯახს.   5 ს.კ ზეითუნის ზეთი 2 კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი 50 გ კედარის კაკალი 1 ნაკლებად ცხარე  წითელი ჩილი

Top