თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ბადრიჯანი"

ღუმელში მომზადებული ფარშირებული ბოსტნეული

თუ ღუმელის ანთება არ დაგეზარებათ, მშვენიერ საზაფხულო კერძს შემოგთავაზებთ - ფარშირებულ ბოსტნეულს.   ფარშირებისთვის სხვადასხვა ბოსტნეულის გამოყენება შეიძლება: წიწაკის, ბადრიჯნის, პომიდვრის, ყაბაყის - გრძელის თუ მრგვალის,  დიდი ზომის ხახვის... ბადრიჯანს, ყაბაყს და პომიდორს კოვზით ამოაცალეთ გული. პომიდვრის გულები ფარშში დაამატეთ, უფრო წვნიანი გამოვა. შეგიძლიათ ყაბაყის და ბადრიჯნის გულებიც მოშუშოთ და დაამატოთ ფარშში, თუმცა

ბაბა განუში და ტაჰინის სოუსი- ორი რეცეპტი შუა აღმოსავლური სამზარეულოდან

ბაბა განუშის -ამ უჩვეულო სახელის ქვეშ ძალიან გემრიელი კერძი იმალება. ის საკმაოდ გავრცელებულია მედიტერანულ და შუა აღმოსავლეთის სამზარეულოში. როგორც ყველა პოპულარულ კერძს, მასაც გააჩნია ვარიაციები. მზადდება როგორც ტაჰინით, ისე მის გარეშე. პირველ რიგში დავიწყოთ ტაჰინით. ტაჰინის სოუსი, იგივე სეზამის სოუსი ან პასტა ძალიან პოპულარულია აღმოსავლეთის და ნაწილობრივ ბერძნულ კულინარიაში. გამზადებული იყიდება

ბადრიჯანი შინაური მაიონეზით

გემრიელია, მაგრამ კალორიული. თუ ნაყიდი მაიონეზით მოამზადებთ, არც მაინცდამაინც სასარგებლო იქნება. მე ამ კერძს ხშირად არ ვამზადებ, მაგრამ როცა ვამზადებ, მხოლოდ და მხოლოდ სახლში გაკეთებული ნატურალური მაიონეზით.  მაიონეზის რეცეპტი ბლოგზე უკვე გვაქვს, ასე  რომ, შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ და სადილისთვის ეს გემრიელი კერძი მოამზადოთ :) 2-3 ბადრიჯანი ზეთი შესაწვავად 100 გ მაიონეზი (სახლში მომზადებული

პენე ალა ნორმა, ჩვენებურად – მაკარონი ხორცითა და ბადრიჯნით

გახსოვთ ალბათ, ამასწინათ ფეისბუქის გვერდზე ვწერდით, რომ ბარილას ადგილობრივი წარმომადგებლობის ორგანიზებით იტალიელმა შეფმზარეულმა, ფაბიო ფოლტრანიმ კულინარიის აკადემიაში მასტერკლასი ჩაატარა და ჩვენც გვერგო პატივი, მიწვეული ვყოფილიყავით. რატატუის ავტორებიდან მე და ნინომ მოვახერხეთ მისვლა და არ გვინანია. არაჩვეულებრივი გარემო, ხალისიანი მასწავლებელი და რაც მთავარია - ძალიან გემრიელი პასტა/მაკარონი, რომელიც ჩვენივე ხელით ძალიან მოკლე

ბოსტნეულის ბრაწულა ხორცით

დღეს, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ცოტა ადრე მომიწია მისვლა და ამ მშვენიერი და უგემრიელესი კერძის მომზადებას შევესწარი. რასაკვირველია ფოტოაპარატი თან მქონდა და ბევრი ფოტოც გადავიღე, აქვე იმასაც მივხვდი რა მოხერხებული და კომფორტულია როდესაც კერძს  სხვა ამზადებს და შენ მხოლოდ ფოტოებს იღებ ან პირიქით, ორივე ერთად საკმაოდ რთული პროცესია ;) კერძისთვის დაგჭირდებათ:  3-4 ცალი

ბადრიჯნის სალათი (ან ფხალი) ნივრით და ქინძით

ეს კერძი ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, მაგრამ მაინც დავწერ :) მე ბადრიჯნის მოყვარული არ ვარ, თუმცა ეს ერთადერთი ვერსიაა ამ ბოსტნეულის, რომელიც მიყვარს. 1 კგ ბადრიჯანი 3 ს.კ ზეითუნის ზეთი 2-3 ს.კ ძმარი( უმჯობესია ბალზამიკო) 5-6 ნივრის კბილი, დიდი ზომის 1 დიდი კონა ქინძი მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი სანელებლების ცვლილება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გარეცხილი ბადრიჯნები შუაზე გაჭერით,

მრგვალად შემწვარი ბადრიჯანი მაიონეზის სოუსში

ინგრედიენტები 2-3 ცალი მოზრდილი ბარდიჯანი კვერცხი 2 ცალი ფქვილი (თვალის ზომით) ამოსავლებად მაიონეზი + თბილი (გადადუღებული) წყალი ნიორი (რამდენიმე კბილი, თქვენი გემოვნებით) უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, მარილი გემოვნებით კამა (რაც მეტი აქვს უკეთესია) ზეთი შესაწვავად მომზადება დაჭერით ბადრიჯანი რგოლებად და დაამარილეთ. შემდეგ წყალში გაავლეთ და დაიწყეთ ამოვლება ორივე მხრიდან ჯერ ფქვილში, შემდეგ კი კვერცხში და დადეთ ცხელ, ზეთიან

წვანერი

კერძი ძალიან მარტივია, ბევრ ინგრედიენტებს არ მოითხოვს და საუკეთესოა ღომთან ერთად. სახელს რაც შეეხება, სამეგრელოში, სადაც პირველად გავსინჯე ეს კერძი, ასე მოიხსენიებენ. ბადრიჯანი მთლიანად გავფვცქვენი და მოვხარშე დაუჭრელად; მოხარშული ბადრიჯანი გავატარე ხორცსაკეპ მანქანაში, წინასწარ მომზადებულ მწვანილებთან (ქინძი, ოხრახუში, რეჰანი), ხახვთან და ნიგოზთან ერთად. მიღებული მასა შევკაზმე წითელი პილპილით,

სპაგეტი ბადრიჯნის სოუსით

კიდევ ერთი გემრიელი ვარიაცია სპაგეტის თემაზე :) 2 ულუფა სპაგეტი 2 საშუალო ზომის ბადრიჯანი 1-2 მწიფე პამიდორი 1 ხახვი 1 კბილი ნიორი შავი პილპილი მარილი ბაზილიკი (შაშკვლავი) სასურველია ნედლი, ზაფხულში მაინც :) სპაგეტი მოხარშეთ მარილიან წყალში. პარალელურად, გაფცქვენით და კუბიკებად დაჭერით ბადრიჯანი. შეწვით საშუალო ცეცხლზე . გარედან რომ დაიბრაწება, დაუწიეთ ცეცხლს, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, დაახურეთ თავზე ტაფას და რამდენიმე წუთით

უხორცო ჩანახი – Chanakhi (without meat)

ჩანახი, როგორც წესი, ცხვრის ხორცითა და დუმით კეთდება, თუმცა ცხვრის ხორცის მოყვარული არც ისე ბევრია და შესაბამისად უხორცო ჩანახი არანაკლებ პოპულარულია, განსაკუთრებით მემარხვეთა და ვეგეტარიანთათვის. ჩანახის ინგრედიენტები ზუსტად იგივეა, რაც აჯაფსანდალის, თუმცა გასაკეთებლად უფრო მარტივია და უფრო ჯანსაღი, რადგან ბოსტნეული ერთიანად იშუშება და არა ზეთში სათითაოდ, რის გამოც უკეთ ინარჩუნებს სასარგებლო

მოშუშული ბადრიჯანი

სხვა სახელი ვერ მოვიფიქრე ამ კერძისთვის :) ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი, ცოტა ხანი გავაჩეროთ, ამასობაში დაჭერით ბევრიიიიიი ხახვი და მოთუშეთ თუჯის ტაფაში ან ქვაბში, სანამ ოქროსფერი არ გახდება თუშეთ, შემდეგ გაწურული ბადრიჯანი ჩაყარეთ, მოურიეთ, სახურავი დაახურეთ ქვაბს/ტაფას და ნელ ცეცხლზე დატოვეთ. და ბოლოს კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი რეჰანი,

Top