თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "აჭარა"

აჭარული სამზარეულო [Video]

ნავის ფორმის ხაჭაპურის ლაზური წარმომავლობის და ძველი აჭარული კერძების - სინორი და ბორანოს შესახებ გადაცემის ჩასაწერად გურმანია მაღალმთიან აჭარას ესტუმრა.       ეს სინორია: ნადუღიანი (მარილით) და ნიგვზიანი (ტკბილი) ვერსიები.   ეს კი ვიდეო. იხილეთ თამთას და ვახოს მორიგი გემრიელი გადაცემა:     https://youtu.be/JihCnlbO1HM

ნეფელე სქაი ბარი ბათუმში

ნეფელე - ღრუბლების ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში ბათუმში წელს კიდევ ერთი ახალი ბარი გაიხსნა: ნეფელე სქაი ბარი, სასტუმრო ჰილტონის მე-20 სართულზე. 300 გრადუსიანი წრიული ხედი, ერთ მხარეს ზღვა, მეორე მხარეს კი - ბათუმის პარკის ულამაზესი ტბა, უზარმაზარი ვერანდა, ზომიერი და გემოვნებიანი მუსიკა და კოქტეილების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი - ასე შეიძლება მოკლედ დახასიათება.     საშინლად მომწონს ეს ხედი,

ყველაზე აჭარული აჭარული ხაჭაპური

მის გარეშე წარმოუდგენელია ზღვაზე შვებულება, ქობულეთი და ბათუმი.  მიხვდით ალბათ, საუბარია აჭარული სამზარეულოს ყველაზე აჭარულ, უკვე რეგიონის სიმბოლოდ ქცეულ აჭარულ ხაჭაპურზე. ლეგენდის თანახმად ასეთი ფორმა ჩვენი საყვარელი სასმუსნაოს შემქმნელს ზღვაში დანახულმა მეთევზის ნავმა ჩააგონა, კვერცხის გული კი ჩამავალი მზის სიმბოლოდ ჩაახალა. აი ასეთი ლამაზი ისტორია აქვს ამ კალორიების ბომბას :) ახლა კი

ბორანო – აჭარული ფონდიუ

ისევ ვაგრძელებთ აჭარული კულინარიის თემას (პოსტი 1.: "მალახტო - მწვანე ლობიო აჭარულად") ბორანო ცხიმში გამლღვალი აჭარული ყველია, რომელსაც "დაპწნილ ყველს" ეძახიან. ნამდვილი კალორიების ბომბია! ერთგვარ ქართულ ფონდიუდაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ, თუმცა, ისედაც მშვენიერი სახელი ჰქვია. მიუხედავად მაღალი ცხიმიანობისა, ბორანო უგემრიელესი რამაა, განსაკუთრებით, სოფლის კიტრ-პომიდორთან ერთად. მომზადებისას გამოიყენება იაღი, აჭარული მარილიანი კარაქი, იაღის არ

მალახტო – მწვანე ლობიო აჭარულად

რამდენიმე დღის წინ რატატუი აჭარის მაღალმთიანეთს ეწვია, რასაკვირველია ადგილობრივი კერძების გაცნობისა და დაგემოვნების მიზნით.  აჭარული სამზარეულო, მთის მკაცრი კლიმატის გამო, ცომეული და მაღალკალორიული, ცხიმის დიდი დოზით შემცველი საჭმელებით გამოირჩევა. რეცეპტი, რომელიც ახლა გვინდა  გაგაცნოთ, ერთგვარი გამონაკლისია. მსუბუქია, უჩვეულო  და სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა. დაგჭირდებათ: ნედლი მწვანე ლობიო, რაც უფრო ქორფა, მით უკეთესი 1კგ ცოცხალი

აჭარულ-ლაზური გემრიელობები

ბათუმი, აჭარა და ზღვისპირეთი პირველ რიგში აჭარულ ხაჭაპურთან ასოცირდება. არადა, იქ მითხრეს, თბილისლებმა შეარქვით მასე, თორე ჩვენთან ძირითადად ბათუმში აკეთებენ ნავის ფორმის ხაჭაპურს, მთიანეთში კი არაო. აჭარულის ნაცვლად, ბათუმური დაგერქმიათ, აჯობებდაო :) კაი დროს :) აჭარულის ჭამა რაღაც რიტუალივითაა, გშია თუ არ გშია, ზღვაზე ჩასულმა, ერთხელ მაინც უნდა გასინჯო, თუნდაც ნახევარი

Top