თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ატამი"

ხილის ყინული თქვენთვის და ბავშვებისთვის

ზაფხული არის ნაყინის სეზონი. კონდიციონერთან თუ ქუჩაში, ნაყინი და გაზიანი სასმელი ფაქტიურად სულ გჭირდება. ჰოდა ეს ყველაფერი კალორიებია და არც ისე ჯანსაღი. სახლისთვის შეგიძლიათ ასეთი ალტერნატივა გააკეთოთ: 1. ყიდულობთ ხილს (ვაშლატამა, ნესვი, მარწყვი, კენკრა, რაც გნებავთ) 2. ყიდულობთ ერთჯერად ჭიქებს, ოღონდ პატარებს. თუ იპოვით, ხის ჯოხებსაც 3. აბლენდერებთ ხილს რაც შეიძლება კარგად, ერგვაროვან ფაფამდე 4.

ესპანური სანგრია წითელი ღვინით

სანგრიაზე ჩვენს ბლოგზე პირველად არ ვწერთ. საზაფხულოდ არაჩვეულებრივი არჩევანია, ზომიერად ალკოჰოლიან-ხილიანი და გასაკეთელად - მარტივი. დაგჭირდებათ წითელი ღვინო, ფორთოხლის წვენი, კონიაკი ან ვისკი, ფორთოცალი, ლიმონი, ლაიმი, ვაშლი, ატამი და მარწყვი. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ხილი არ გაქვთ, არ იდარდოთ. ეს ის სასმელია, სადაც ფანტაზიაც საკმარისია და მარჯვე ხელებიც არაა მაინცდამაინც საჭირო :) დანარჩენი იხილეთ

სანგრია

სანგრია ესპანური სასმელია, თუმცა არა მხოლოდ ესპანეთში ამზადებენ და მიირთმევენ. ტრადიციულად, წითელ ღვინოში ციტრუსი და სხვა ხილის ნაჭრები იყრება და ბრენდი ემატება. თუმცა, ინტერპრეტაცია გემოვნების ამბავია. ამ ვიდეოში სანგრიას სამ რეცეპტს იხილავთ: წითელი ღვინით და ხილით, თეთრი ღვინის  საზაფხულო ვერსიას და ჩაის არომატით. სცადეთ, გაიმრავალფეროვნეთ ზაფხული <3 თუ ზამთარი გლინტვეინის დროა, მზიან დღეებს ცივი

უმარტივესი ტარტი ატმით

შეგინიშნავთ, სექტემბრში ჰაერი როგორ სხვანაირად ლივლივებს, მზის სხივები კი როგორი რბილია და მათრობელა?  გინდა კატასავით მიეფიცხო მზეს, არსად გეჩქარებოდეს, თვლემდე და ტკბებოდე.   დილა-საღამოს სიგრილეს ცხელი სურნელოვანი ჩაით ხვდებოდე, - თუ თქვენ არომატული მაგარი ყავა გირჩევნიათ? როგორც გენებოთ, ეს ატმის ტარტი ორივეს მოუხდება :) შემოდგომის ატამი განსაკუთრებულად გემრიელია. წვნიან რბილობში აქვს

ბისკვიტი ატმით და ნუშით

ალბათ შეამჩნევდით, ბლოგზე ძველებურად ვეღარ ვაქტიურობ. ან იქნებ ვერც შეამჩნიეთ და მე მგონია ასე... :D საქმე ისაა, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და თბილისიდან შორეულ კალიფორნიაში გადმოვბარგდით. თუ ოდესმე მსგავსი გამოცდილება გქონიათ, ალბათ იცით, რამდენ ენერგიას მოითხოვს ეს პროცესი.  ახალ ქვეყანასთან, ხალხთან, გარემოსთან, საკვებთან შეგუება არც ისე ადვილია,

კარამელიზირებული ატამი ნაყინით [Video]

Ingredients: (serves two)/შემადგენლობა: (ორი პორცია) - 2 peaches/2 ატამი - 3 tbsp. sugar/3 სუფრის კოვზი შაქარი - 10 g. butter/10გ. კარაქი - Vanilla sugar/ვანილი - Rum (about 4 tbsp.)რომი (დაახლ. 4 სუფრის კოვზი), ან ნებისმიერი სხვა ალკოჰოლური სასმელი გემოვნების მიხედვით - Water/წყალი -Vanilla Ice Cream/ვანილის ნაყინი (ვიდეოს ახლავს ქართული სუბტიტრები) https://www.youtube.com/watch?v=KukmhkySINk    

ხილის ნამცხვარი ბეზეს ქუდით – ზაფხულის ნამცეცი ზამთრის ცივ დღეს

ეს გემრიელი ნამცხვარი ზაფხულის ბოლო დღეს გამოვაცხე, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე თქვენთვის გამეზიარებინა. ისეთი არც არაფერია,ახლა რომ ვერ გაიმეოროთ: ატამი ვაშლით,მსხლით ან კომშით თხელი ნაჭრებით შეცვალეთ. ჟოლო გაყინული გამოიყენეთ ან სხვა კენკრით ჩაანაცვლეთ. შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სახეობის ხილით მოამზადოთ, თუნდაც სრულიად განსხვავებულით, მაგალითად გაყინული ალუბლით,ან ფორთოხლით - წარმოიდგინეთ, რა გემრიელი

გორდონ რამზის მიერ შთაგონებული ყიყლიყო კარამელიზებული ხილით

არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ მან შთამაგონა და მომანდომა ასეთი ყიყლიყოს მომზადება. ერთ დღეს, ტელევიზორის ეკრანზე თვალი შევასწარი, როგორ ფუსფუსებდა, თან აღფრთოვანებით საუბრობდა ამ საუზმის მთელ სიკეთეზე.   მაშინვე მომინდა გაკეთება. რა თქმა უნდა, პატივცემული გორდონი ყიყლიყოდ არ მოიხსენიებდა თავის ნახელავს, მაგრამ, რადგან ჩვენში კვერცხიან პურს ასე ვეძახით, მეც ასე

ატმის სორბე კონიაკით

ხილის სორბე ნაყინზე მეტად მიყვარს და პერიოდულად ვამზადებ ხოლმე. უფრო მსუბუქია, ნაკლებკალორიული და არომატული. ატმის სორბეს კონიაკი ძალიან მოუხდა, არაჩვეულებრივი კომბინაციაა. განსაკუთრებით გემრიელი გამოდის შემოდგომის ატმით, აგვისტოს ბოლოს რომ მწიფდება და სექტემბრის ბოლომდე იყიდება ხოლმე :) ასეთი ატამი განსაკუთრებულად სურნელოვანი და გემრიელია.  თუმცა ნურც ახლა შეიკავებთ თავს მისი მომზადებისგან, ბაზარში

ატმის სალათი ” ზაფხულის გაცილება”

ეს ზაფხული ისე გამეპარა, წესიერი დასვენებაც კი ვერ მოვასწარი. არა და რა გეგმები მქონდა ...    ისღა დამრჩენია, მომავალი ზაფხულისთვის შემოვინახო ჩემი გეგმები, ახლა კი მზის ჯერ კიდევ თბილი სხივებითა და შემორჩენილი  სეზონური ხილით დავტკბე. ხილი ჩემს მენიუში მხოლოდ დესერტი არ არის. დღესაც მაგალითად, ერთ სალათზე მოგიყვებით, რომელშიც სწორედ შემწვარი ხილია

რეჰანის ლიმონათი ატმით

ზაფხულის პაპანაქებაში ასეთი სასმელები ნამდვილი მისწრებაა! ცივი, ყინულით სავსე, არომატული და გემრიელი.  შაქარი შეგიძლიათ ნაკლებიც დაამატოთ, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. დაგჭირდებათ მხოლოდ რეჰანი, ატამი შაქარი და რა თქმა უნდა წყალი. 1კონა რეჰანი 1 ატამი 1.5 ლ.  წყალი 80-100 გ შაქარი დაჭრილი ატამი, რეჰანის ტოტები და შაქარი მოათავსეთ ქვაბში.  დაასხით მდუღარე წყალი, თავსახური დააფარეთ და ასე გააციეთ. შემდეგ

Top