თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "აზიური სამზარეულო"

ქათამი ქოქოსის რძით

ქათამი ქოქოსის რძით ეგზოტიკური, გემრიელი და საინტერესო კერძია.   ნამდვილად ღირს, რომ ერთხელ მაინც სცადოთ და მოამზადოთ.  მე თავად  დონას რეცეპტის შთაგონებით მოვამზადე, თუმცა მცირე ცვლილებები შევიტანე ჩემს მაცივარში არსებული პროდუქტების გათვალისწინებით   ქათმის ფილე 2 ცალი (ანუ მთლიანი მკერდი, ძვლების და კანის გარეშე) ბროკოლისა და  ყვავილოვანი კომბოსტოს  4-5 პატარა ყვავილედი (თითოეული) 100 მლ ქოქოსის რძე 1-2

ხორცის ბურთები სოუსი ტერიაკით

ეს რეცეპტი აზიური სამზარეულოს მოყვარულებს მოეწონებათ. ქართული ტრადიციული გემოებისგან საკმაოდ განსხვავებულია, თუმცა გემრიელი. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვეწონა. ის საერთოდ ყოველთვის პოზიტიურად ხვდება ჩემს კულინარიულ ექსპერიმენტებს და განსხვავებულ კერძებსაც სიამოვნებით მიირთმევს. სამაგიეროდ, ჩემმა შვილმა აიბზუა ცხვირი.მაგრამ მას, საერთოდ იშვიათად მოსწონს რამე, რაც ტკბილი არ არის. ტერიაკი იაპონურ სამზარეულოში  საჭმლის მომზადების

ღორის ხორცი აზიურ მოტივებზე

პიკანტური, კონტრასტული და უცხო! სწორედ ასე დავახასიათებდი ამ კერძს. ერთდროულად ცხარეა და მოტკბო, თუმცა, ამავდროულად, ღორის ხორცის ბუნებრივი გემო მშვენივრად იგრძნობა.  მოკლედ, თუ ტრადიციული კერძები ცოტა არ იყოს მოგბეზრდათ, ხორცი გიყვართ და რაიმე ახალ არომატს ეძებთ, გამომყევით :) 1 კგ ღორის რბილი ხორცი მარინადისთვის: 2 ს.კ გახეხილი  ნედლი ჯანჯაფილი 3 ჩ.კ. ფორთოხლის მარმელადი 3 ჩ.კ.

ქათამი მანდარინით

კიდევ ერთი უცნაური გემო და კიდევ ერთი ექსპერიმენტი!   უბრალოდ მქონდა ქათამი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა ისეთი, გემრიელიც რომ ყოფილიყო და აქ დასაწერადაც გამომდგომოდა :)  გადავხედე ჩემს სამზარეულოს და  ამოვარჩიე მეტ-ნაკლებად თავსებადი ინგრედიენტები.  საბოლოოდ მშვენიერი ეგზოტიკური ქათამი გამოვიდა, დედაჩემსაც კი მოეწონა, არა და მეტისმეტად ტრადიციული გემოების მოყვარულია და უცნაური კერძებით

ზაფხულის ტოლმა

რადგან ამ ტიპის ტოლმა ასეთი სახელით არის გავრცელებული, დავტოვე როგორც არის. ზოგადად კი ამ კერძს მრავალი ქვეყნის სამზარეულოში შეხვდებით სხვადასხვა ფორმით და მომზადების წესით. გავრცელებულია აზიაში, მათ შორის კავკასიის რეგიონის ქვეყნებში. Dolmak გახლავთ ზმნა თურქულ ენაში და ნიშნავს დატენვას, რაღაცით დატენილს. თურქეთში, საბერძნეთში უფრო პოპულარულია ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა, ასევე მეზობელ

ღორის ხორცი ანანასით

ხორცთან ხილი ერთ-ერთ საუკეთესო შეხამებად მიმაჩნია. ექსპერიმენტებს არ ვერიდები და ხშირად ვამზადებ სხვადასხვა სახის ხორცეულს ფორთოხლით, ქლიავით, ვაშლით, კომშით, ალუბლით, ყურძნით, ლიმონით...  ცალკე თემაა საწებლები - ცოტა ხნის წინ მოცხარის საწებელი გავაკეთე, რომელიც შემწვარ ხორცთან და კარტოფილთან სრულ ჰარმონიაში მოვიდა. მიხვდით ალბათ, დღესაც ხილისა და ხორცის დუეტს გთავაზობთ, ძალიან წარმატებულს, მრვალგზის

Top