თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ავოკადო"

Sushi Room: სამოთხე სუშის მოყვარულებისათვის

სუში რუმი ჯერჯერობით ერთადერთია თბილისში არსებულ იაპონურ რესტორანთა შორის, რომელსაც TripAdvisor-ზე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. თრიფედვაიზორზე რეიტინგის დამსახურება კი, მოგეხსენებათ მარტივი არ არის. ერთი შეცდომა და ტურისტი სამუდამოდ დაგიტოვებს ცუდ შეფასებას, რომელსაც გუგლიდან ვერ ამოშლი :) ერთ დღესაც ავდექით და სუში რუმს, მოსაშვილზე საფუძვლიანად, დიდი ხნით და ფოტოაპარატით შეიარაღებულები ვესტუმრეთ (თანაც,

ქინვას (quinoa) და ავოკადოს სალათა

დღევანდელი პოსტით საქართველოში არც ისე პოპულარული, თუმცა სასარგებლო და საკმაოდ გემრიელი მარცვლეული – ქინვა , გნებავთ ქინოა მინდა გაგაცნოთ. ამერიკაში მას საკმაოდ ხშირად მოიხმარენ სალათებში ან გარნირის სახით. მოხარშვის შემდეგ ძალიან ფუმფულა, ნაზი და საკმაოდ გემრიელია. შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ბოსტნეული და არაჩვეულებრივ, ჯანსაღ კერძს მიიღებთ. 2 წლის წინ, სანამ საქართველოს დავტოვებდი,

ქათმისა და ავოკადოს სალათა

თუ  საახალწლო ვახშმისთვის რაიმე მსუბუქს, გემრიელს, ჯანსაღს, მარტივს და განსხვავებულს ეძებთ, აი ეს სალათა სცადეთ!  დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ :) 4 ულუფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ცალი ქათმის ფილე 1 საშუალო ზომის ავოკადო სალათის მიქსი 10-12 ცალი ჩერი პამიდორი დრესინგი: 4 ს.კ ზეითუნის ზეთი 2 ს.კ ლიმონის წვენი 1 ჩ.კ დიჟონის მდოგვი  (ცხარე არა) პარილი, პილპილი ½ ჩ.კ შაქარი შეიძლება დაემატოს 1 კბილი გაჭყლეტილი

სალათი ავოკადოთი და კრევეტებით

დღეს ძალიან მსუბუქი, გემრიელი, ჯანსაღი საზაფხულო რეცეპტი მაქვს თქვენთვის.  სალათები ხომ საუკეთესო საკვებია ასეთ სიცხეში. მომზადებისას,  წარმოიდგინეთ რომ სადმე სანაპიროზე ზიხართ, კონდიციონერიდან მობერილი სიგრილე ოკეანის სიოა, კრევეტები სულ ახალი დაჭერილია და ავოკადოც მხოლოდ გუშინ მოწყვიტეს ხიდან.  აი, უკვე ორმაგად გემრიელია :)     ნებისმიერი სახეობის სალათის ფურცლები  ან სხვადასხვა სალათის მიქსი, რომელიც გიყვართ 20-24

გუაკამოლე

გუაკამოლე  უგემრიელესი მექსიკური საწებელია. მისი მთავარი ინგრედიენტი ავოკადოა, ძალიან სასარგებლო ხილი (დიახ, თურმე ხილი ყოფილა), რომელიც ნელ-ნელა ჩვენს ბაზრებშიც გამოჩნდა. მართალია იაფი სულაც არ არის (ზოგიერთ ადგილას გიჟური ფასიც კია, ასე ვთქვათ), მაგრამ იმის გათვალისწინებით, რამდენად გემრიელი და სასარგებლოა, ზოგჯერ თავს უფლებას ვაძლევ ;) ავოკადოს ალიგატორის მსხალსაც ეძახიან, ალბათ მისი მწვანე,

Top