თაფლიანი ნამცხვარი - მედოკი, კომუნისტური წარსულიდან |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > თაფლიანი ნამცხვარი – მედოკი, კომუნისტური წარსულიდან

თაფლიანი ნამცხვარი – მედოკი, კომუნისტური წარსულიდან

ეს რეცეპტი დედაჩემის ძველი კულინარიული რვეულიდანაა. ის რვეული, მგონი  ჩემი ტოლია, ათასნაირი ძველებური, გემრიელი რეცეპტით სავსე, ალაგ-ალაგ დასვრილი, ზოგგან ასოებიც გადღაბნილა, ვანილის სუნი ასდის…   მეორე რვეულიც ჰქონდა, რომლის შევსებაშიც  ბავშვობაში მეც შემქონდა წვლილი. ახლა ღიმილით ვათვალიერებ ხოლმე ჩემს  დაწერილ მიჯღანულ ასოებს.

ასეთი ნამცხვრები, რომელსაც მე კომუნისტურს ვეძახი, ახლა ნაკლებად მიყვარს და მენატრება. ძალიან იშვიათად თუ გავაკეთებ. გამოგიტყდებით, ესეც არ არის ჩემი გაკეთებული : დედაჩემმა გააკეთა, ჩვენ დეგუსტაცია ჩავუტარეთ, ფოტო-სესია მოვუწყვეთ და აი, ახლა თქვენს წინაშეა :)

თაფლიანი ნამცხვრები განსაკუთრებით გემრიელი მეჩვენება, საოცარი არომატი აქვთ. თუ მომზადებას გადაწყვეტთ, კითხვა განაგრძეთ და რეცეპტი ჩაინიშნეთ:

_DSC0048 (Copy)

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

** 3 კვერცხი

** 1 ჭ შაქარი* (165გ)

** 3 ს.კ თაფლი

** 150 გ გამდნარი კარაქი

** 1.5 ჩ.კ სოდა+ძმარი

** 2.5 ჭ ფქვილი (400-410გ)

კრემი:

** 1 ქილა შესქელებული რძე

** 200 გ კარაქი

** ვანილი

* ჭიქა იგულისხმება 240-250 მილილიტრიანი.

კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ თაფლი, სოდა, კარაქი და დავდგათ ორთქლის აბაზანაზე. თან ვურიოთ. როცა თეთრ ქაფს მოიკიდებს, გადმოვიღოთ და ფქვილი შევურიოთ.

ცომი ოთხად გავყოთ და გავაბრტყელოთ თხლად  სტანდარტული თუნუქის ფურცლის ზომაზე და გამოვაცხოთ 3-5 წუთი, 180 გრადუსზე. ფირფიტები ძალიან არ უნდა დაიბრაწოს.

კრემისთვის ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და შევათქვიფოთ შესქელებული რძე (თეთრი ან მოხარშული, გემოვნებით). დავამატოთ ვანილიც.

გაცივებულ ფირფიტებს წავუსვათ კრემი, მეოთხე ფირფიტა კი დავფხვნათ და მოვაყაროთ. მაგრამ ფოტოზე 4 ფირფიტაა და მეხუთე მოყრილი, რადგან სხვა ზომის ფორმაში გამოცხვა, უფრო მომცროში, ვიდრე სტანდარტული თუნუქის ფურცელია. ესეც თქვენი მედოკი :)

გემრიელად მიირთვით!

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

7 thoughts on “თაფლიანი ნამცხვარი – მედოკი, კომუნისტური წარსულიდან

  1. Cockroaches are merely passive vectors annd only carry bacteria that are already
    present in the environment (6). The space doesn’t have to
    bee big enough for a roach to get through for it to possibly
    be a problem. One or two bacterial species were identified from each sample (mean =
    1.

  2. Hello admin ! I read your blog everyday and i must say you have
    hi quality content here. Your blog deserves to go viral.
    You need initial traffic only. How to go viral fast?

    Search for: forbesden’s tools

  3. თქვენი შესქელებული დედა ვატირე მე. დაწერე რა ზგუშონი

    1. შესქელებული რძე ქართულია, “ზგუშონი” ბარბარიზმია. ჭკუა გაქვს თავში? თუ ბარბარიზმის მნიშვნელობაც არ იცი? უზრდელო!

Leave a Reply

Top