თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სხვადასხვა > რბილი ტაკო ან ტაკუცუნა

რბილი ტაკო ან ტაკუცუნა


ანუ იგივე Soft Tacos მექსიკური სამზარეულოდან

მას შემდეგ რაც მოამზადებთ ტორტილებს (თხელი ბლინები), ტაკო სწრაფად უნდა შეავსოთ, რადგან ტორტილები მალე ცივდება და ხმება.
ტორტილაზე (სომხური ლავაშიც გამოგადგებათ) კოვზით გაანაწილეთ ჯერ საქონლის ხორცი (მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში), შემდეგ სალათის დაჭრილი ფოთლები და ყველი, ზუსტად ამ თანმიმდევრობით.


რაო? თქვენი ტაკო არ იხურება?

თუ ტაკო შეავსეთ, ტორტილა გადაკეცეთ, მაგრამ თუ არ გაჩერდა ასე, რამოდენიმე გზა არსებობს პრობლემის მოსაგვარებლად.
პირველი: შეგიძლიათ მოუჭიროთ და გაამაგროთ წვრილი ხის წკირით, ანუ შუაში გაურჭობთ წკირს. მაგრამ სუფრაზე მიტანის წინ სტუმრები გააფრთხილეთ, რომ წკირი არ გადაეყლაპოთ.
მეორე: დაამატეთ არაჟანი (მაიონეზი) ან/და გუაკამოლე (თუ გაქვთ), ან ერთი ან მეორე ტაკოსთვის შეასრულებს „წებოს“ ფუნქციას და ტორტილებიც ეწებებიან ერთმანეთს.

კარგი იქნება თუ გარნირად მოუმზადებთ ბრინჯს და სალსას (მექსიკური სოუსი).

ტაკოს ინგრედიენტები:
• მომზადებული საქონლის ხორცი
• დაჭრილი სალათის ფოთოლი
• რბილი ყველი ჩედერი (ან ის რაც თქვენ მაცივარშია)
• პომიდორის ნაჭრები
• გუაკამოლე (თუ გაქვთ)
• არაჟანი (იმ შემთხვევისთვის თუ ტაკო არ შეიკრა)
• სიმინდის ტორტილები
• მზესუმზირის ან სიმინდის ზეთი (ეს უკანასკნელი უფრო სასარგებლოა)
საქონლის ხორცის მომზადება ტაკოსთვის
ხახვი
საქონლის ხორცი (შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ხორცი სურვილისამებრ)
პომიდორის სოუსი
ორეგანო
მარილი/წიწაკა

[youtube http://www.youtube.com/watch?v=83sNHrKGcqY&w=640&h=390]

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

8 thoughts on “რბილი ტაკო ან ტაკუცუნა

  1. ხო მეც ეგ ვიფიქრე :D და ისეთი ვარიანტებიც იყო რა მთლიანად მაგ ტორტილაში გადახვეული და ის უფრო მაგრად ჰგავდა შაურმას :D

Leave a Reply

Top