თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ტაბულე ბულგურით

ტაბულე ბულგურით

ტაბულე ძირითადად  მზადდება კუსკუსით, თუმცა ზოგიერთ რეცეპტში გვხვდება ბულგურიც. მიუხედავად იმისა რომ ორივე, კუსკუსიცა და ბულგურიც ხორბლის დამუშავების შედეგად მიიღება, მაინც სხვადასხვა პროდუქტად ითვლება. ბულგური კანგაცლილი, დაღერღილი ხორბალია, იყიდება სხვადასხვა ზომის, წვრილი, საშუალო და მსხვილი მარცვლებით. მე საშუალოდ დაღერღილი მომწონს ყველაზე მეტად. ასე გამოიყურება ჩემი ნაყიდი ბულგური

4-5 ულუფისათვის დაგჭირდებათ

 

1 ჭ ბულგური, საშუალო

1 პატარა ლიმონი

1-2 კიტრი და ამდენივე პამიდორი

1 კონა ოხრახუში

1 პატარა კონა პიტნა, მხოლოდ ფოთლები

4-5 ს.კ ზეითუნის ზეთი

მარილი და პილპილი გემოვნებით

 

1ჭიქა ბულგურს დავასხათ 1.5 ჭ წყალი და მოვხარშოთ წყლის დაშრობამდე.

პარალელურად, წვრილ კუბიკებად დავჭრათ კიტრი და პამიდორი, დავჭრათ მწვანილიც.

მოხარშული ბულგური რამდენიმე წუთი შევაგრილოთ,გადავიტანოთ ღრმა თასში, ჩავამატოთ ლიმონის წვენი და ზეთი, შევურიოთ ბოსტნეული და მწვანილი. დავამატოთ მარილიც, პილპილი კი გემოვნებით. კარგად ამოვურიოთ და თბილი მივიტანოთ სუფრასთან.

არაბები ძირითადად ხორცეულთან მიირთმევენ,  გარნირად.

კომენტარები

კომენტარი

2 thoughts on “ტაბულე ბულგურით

Leave a Reply

Top