ბებიას მარილი (a.k.a. სვანური მარილი) |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სუბპროდუქტები > ბებიას მარილი (a.k.a. სვანური მარილი)

ბებიას მარილი (a.k.a. სვანური მარილი)

სვანური მარილი, რომელსაც ქვემო სვანეთში ბებიას მარილსაც ეძახიან, სვანეთის სიამაყეა, მართლა :)

უხდება ყველაფერს, კიტრი-პომიდვრის სალათით დაწყებული, შემწვარი გოჭით დამთავრებული. ზოგადად იდეალურია ხორცთან, უბრალოდ მოხარშულ ხორცს შეგიძლიათ ცოტა სვანური მარილი გადაუსვათ და ჩათვალეთ, რომ უკვე გენიალურად შეკმაზულ კერძს მიირთმევთ.

თუმცა, ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ კარგი სვანური მარილი გქონდეთ და არა ის ყვითელი ფხვნილი, რასაც “ნამდვილი სვანური მარილის” სახელით ბაზრებში ხშირად ვაწყდები. ერთხელ კი, გულის შეტევა კინაღამ მივიღე, როცა ფეისბუქზე, ერთერთმა ფეიჯმა რაღაც მწვანე მასა დააშეარა, როგორც მივხვდი გატარებული ცოცხალი მწვანილებით გაკეთებული ვითომ “სვანური მარილი” :@

დავიწყოთ იქიდან, რომ არ შეიძლება სვანური მარილი ვარგოდეს, თუ მას თავმოხდილი ტომსიკიდან ვიყიდით, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავღია ჭურჭელში მარილი ძალიან მალე შრება და არომატსაც კარგავს. არც ძალიან ყვითელი სვანური მარილი ვარგა, ყვითელი ყვავილი უხდება, მაგრამ არა იმ ოდენობით, რომ მკვეთრად შეფეროს.

ახლა მთავარზე გადავიდეთ. რა აძლევს მარილს განსაკუთრებულ გემოს? იმედი მაქვს, თქვენც არ ფიქრობთ, რომ მარილში პლანი ურევია ან რამე განსაკუთრებული :D არა, ასე არ არის.

სვანურ მარილში ჩვეულებრივ, მხვილ მარილთან ერთად არის ხმელი ქინძი, ცერეცო (ან კამა), უცხო სუნელი, წითელი წიწაკა და რაც მთავარია გიცრული (იგივე ძირა) და ბეევრი ნიორი.

მარილის ხარისხი და არომატულობა კი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული როგორც ამ სუნელების ხარისხზე (მოკრეფის დრო, სიმწიფე, ჩრდილში გახმობა და ა.შ.), ისე მათი შეზავების პროპორციებზე.

ობიექტურად ვფიქრობ (და არა მხოლოდ მე), რომ ყველაზე გემრიელ სვანურ მარილს, ბიცოლაჩემი, ჯულიეტა ონიანი ამზადებს. დედაჩემის გაკეთებულიც არანაკლებ გემრიელია, თუმცა როგორც მახსოვს, ინგრედიენტების პროპორციები მანაც ბიცოლაჩემთან დააზუსტა. ცუდი ისაა, რომ ბიცოლაჩემისეულ ზუსტ დოზირებას მე თქვენ ვერ გაგიმხელთ, რადგან ეს ახლა უკვე მისი კომერციული საიდუმლოა :D დაახლოებითი პროპორცია კი ასეთია:

2 წილი ხმელი ქინძი (ყველა სუნელი უნდა იყოს კაკლები და თქვენ თვითონ დაფქვათ, უკეთესო არომატისათვის)

თითო წილი ხმელი ცერეცო (კამა), უცხო სუნელი, წითელი წიწაკა, ყვითელი ყვავილი

1/2 წილი გიცრული (ძირა)

მარილი – ორჯერ მეტი მოცულობის, ვიდრე ყველა დაფქული სუნელი ერთად

ნიორი – გატარებული, იმდენი, რომ მიღებულ მარილიან მასაში შერევისას საბოლოო მასა გამოვიდეს ნოტიო, თითქმის სველი

გაკეთებული მარილის ჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში შენახვა აუცილებელი პირობაა!

რა უნდა გაითვალისწინოთ თუკი სვანური მარილის დამზადებას კი არა, ყიდვას აპირებთ? იდეალურ შემთხვევაში მარილი უნდა იყოს:

ნოტიო, თითქმის სველი (თუ გადმოსაყრელ ყუთშია, ამ შემთხვევაში ამცირებენ ნიორის რაოდენობას და ოდნავ მშრალი შეიძლება იყოს)

ძალიან არომატული, ისე, რომ ახალდაფქული სუნელების სიმძაფრე იგრძნობოდეს

მუქი და არა ძალიან ყვითელი

ხრეში‘ მარილით და არა წვრილი მარილით შეზავებული

შენახული ჰერმეტულად დახურულ ქილაში, ყუთში ან პარკში მაინც

ძვირი! დიახ, კარგი მარილი არც ისე იაფი ჯდება, თუ ინგრედიენტების ფასს შრომის ფასსაც დავუმატებთ. იაფ მარილში როგორც წესი რომელიმე ინგრედიენტი (უმეტესად, ძირა ან ნიორი) დაზოგილია და შედეგიც არ გამოდის კარგი

ერთერთი ასეთი კარგი ხარისხის მარილი, როგორც უკვე გითხარით, ბიცოლაჩემის გაკეთებულია. მართალია ის, რასაც სახლისთვის აკეთებს ყოველთვის უფრო ახალია, მაგრამ ის, რასაც ფოტოზე ხედავთ, ჯერჯერობით ყველაზე ხარისხიანია, მათ შორის, რაც ბაზარზე მინახავს:

ბებიას მარილი იმდენად მიყვარს, რომ ეს იყო ერთადერთი, რაც 1 წლით გერმანიაში გადასახლებულმა წავიღე. თუმცა, პატარა ქილა მალევე დამიცარიელდა და მეგობარს თბილისიდან ჩამოტანა ვთხოვე. დედაჩემმაც არ დაინანა და მთელი 2 ლიტრიანი ბოთლით (პეპსის ბოთლები ხომ იცით? :D) გამოატანა. მახსოვს, ძალიან შემრცხვა, მოგეხსენებათ, რა რთულია მგზავრობისას დამატებითი 2 კილოგრამის “აკიდება”.

სამაგიეროდ, მთელი წელი ჩემს სახლში მშობლიური, ქართული სურნელი და გემო ტრიალებდა და ჩემი ქართველი მეგობრებიც მსტუმრობდნენ ქართულგემოიანი კერძების დასაგემოვნებლად :)

კომენტარები

კომენტარი

29 thoughts on “ბებიას მარილი (a.k.a. სვანური მარილი)

  1. ვაკმაყოფილებ შემდეგ მოთხოვნებს: ვაკეთებ ახალი სუნელებით, გამომდის სველი, ვიყენებ მსხვილ მარილს, არ მენანება ნიორი:) ძირას შემდეგ ჯერზე დავამატებ,რატომღაც არ ვიყენებდი… და კიდევ, გაკეთება იმდენად ძნელი არაა, რამდენადაც სუნთქვა სამზარეულოში, 2 დღე მაინც რჩება ხოლმე მძაფრი სუნი, ნიორის, წიწაკის, სუნელების… მაგრამ შედეგი ამად ღირს :)

    1. ნინო, სწორედ ეს ვიგულისხმე და აღარ დავაკონკრეტე, როცა შრომის ფასზე ვლაპარაკობდი. წარმოიდგინე რა რთულია მათთვის, ვინც ამას ამზადებს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოებაში დიდი რაოდენობით მარილი შეიძლება ირეოდეს მანქანებით და არა ხელით (ეს ფაქტიურად შეუძლებელია), შემოწმებისას მაინც ძალიან რთულია სუნთქვა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ნიორისა, წიწაკისა და სხვა სუნელების ანაორთქლის დიდი კონცენტრაციით სასუნთ გზებში მოხვედრამ. ამიტომ, საფრთხილოა საკმაოდ.

      1. თუმცა, სახლის პირობებში იმდენს არავინ აკეთებს, რომ სამზარეულოს ჰაერი გაჯერდეს და სუნთქვაზე იმოქმედოს :))

  2. eka rogor miyvars svanuri marili ver carmoidgen,arc svani var,arc garshemo myavs svani aravin magram svanuri marili chemi favoritiasunelebs shoris.miis momzadeba ar vicodi aqamde arada yvela kerzshi viyeneb titqmis da ramdenjer mteli bazari shemomivlia shedarebit kari svanuri marilis zebnashi magram sheni shenishvnebis ar iyos ziritadad an niori ar aqvs,zira saertod ar aqvs xolme mgoni(jer arasdros sheminishnavs arc perze da gemoze xom saertod)an kidev iseti yvitelia rom yidvad ar girs..amis shemdeg tavad gavaketeb :) madloba rchevebistvis da rac mtavaria receptistvis!:)

    1. გააკეთე მარი, სცადე და ნელნელა გამოგივა, დარწმუნებული ვარ, პირველივე ცდაზე უკეთესი გამოგივა, ვიდრე ის ყვითელი რაღაც, ბაზრებში რომ იყიდება :)

  3. ise risi kitxva minda ici,vtqvat da bazarshi vyidulob,suni rogori unda hqondes? anu mainc risi suni unda igrznobodes mzafrad?

  4. შეფუთვა მომეწონა. ყოჩაღ!!! როგორც წესი შეფუთვის სპეციალისტები აკლია ჩვენს პროდუქციას, თორემ სად სულგუნი და სად მოცარელა, მაგრამ მოცარელას მთელი მსოფლიო იცნობს

  5. ხომ ვერ მეტყვით ხარისხიანი სუნელების საფქვავი რომელია ? ძალიან წვრილად რო ფქვავდეს

  6. I’m extremely impressed along with your writing skills and also with thhe layout for your
    blog. Is that this a paid subject matter orr did you customize it yourself?
    Anyway keep up the excellent high quality writing, it’s are to look a nice blog like this
    one nowadays..

  7. The other day, while I was at work, my sister stole my apple ipad and tested to see if
    it can survive a twenty five foot drop, just so she can be a
    youtube sensation. My apple ipad is now destroyed and she has 83
    views. I know this is entirely off topic but I had to share it with someone!

  8. Hi there, i read your blog from time to time and i own a similar one and i was just wondering if you get a lot of
    spam comments? If so how do you reduce it, any plugin or anything
    you can advise? I get so much lately it’s driving
    me insane so any assistance is very much appreciated.

  9. A recent report revealed some startling facts about mobile gaming and the rise of smart phone gamers.
    Here is a tutorial that should tell you how to play strategy games on your PC, read it and hope this can help you.
    The main goal is to finish the different tasks and go to the next level.

  10. Can I just say what a comfort to find someone that actually understands what they are talking about
    online. You certainly realize how to bring an issue to light and make it important.
    More people ought to check this out and understand this side of the story.

    I was surprised that you’re not more popular since you surely have the gift.

  11. Hi there just wanted to give you a quick heads up.
    The words in your post seem to be running off the screen in Opera.
    I’m not sure if this is a format issue or something to do with internet browser compatibility
    but I figured I’d post to let you know. The style and design look
    great though! Hope you get the problem resolved
    soon. Kudos

  12. Undoubtedly, the internet is among the most preferred market places where sellers and
    buyers meet. Driven aggressively, the cars will run out of
    power in about 30 minutes. Go to the search tool and search for keyword like used cars in Bangalore, pre owned cars
    and second hand cars in Bangalore.

  13. While Clash of Clans is their greatest success, it isn’t really their only video game, so
    the other experience to consider is that Supercell makes money from
    their other titles as well, and the $1.8 billion in revenue in 2014 is just a
    part of their total revenue even if it is their largest portion.

  14. I have been broowsing onlinje more than 4 hours
    today, yet Inever found any interesting article like yours.
    It is pretty worth emough for me.In my view, if all webite owners and bloggers made good content as you did, the web will be a lot moore useful than ever
    before.

  15. 突然失礼します。
    僕はピアノを損せず売却する意外と知らないテクを発見しました。これは、ピアノを持っている人なら皆さん使える方法なんですよね。今からピアノを売るかな?とという気持ちがあるなら非常にショックを受けるはずです。僕も子供のピアノ処分時に試したテクニックなんで参考にしてみてください。
    ありがとうございました。

Leave a Reply

Top