სუში |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > სუში

სუში

რეცეპტისა და არაჩვეულებრივი ფოტოების ავტორი – თინა რევაზიშვილი, magic.ge

როგორ მოვამზადოთ სუში.

sushi_1

”ჩემი პირადი გამოცდილება ასეთია: ბრინჯს ვამზადებ სუშის წესით (ქვემოთ დავწერ). აუცილებელი ინგრედიენტია ნორიდა უმი თევზი, რაც ჩვენთან არ იშოვება თუ ევროპიდან, ამერიკიდან ან მთლად უკეთესი აზიიდან არ წამოიღე ან ვინმეს დააბარე. ასევე უხდება ჯინჯერი და ვასაბი.

რაც შეეხება ბრინჯის რეცეპტს…
ბრინჯის მოხარშვისას, 3 ჭიქა ბრინჯს ვასხამთ 3 ჭიქა წყალს და ვხარშავთ წყლის ამოშრობამდე (ძალიან მალე ამოშრება)… პარალელურად კი სუშის ძმარში (ჭიქის მესამედი) ვყრით 3 კოვზ შაქარს და 1 კოვს მარილს და ნელ ცეცხლზე ვადნობთ.. კარგად რომ გადნება შაქარი და მარილი, ამ სითხეს ვურევთ ბრინჯში, რომ გახდეს ცოტა წებოვანი, ცოტა მლაშე, ცოტა ტკბილი და საბოლოო ჯამში ძალიან გემრიელი უმი თევზისთვის.

დანარჩენი ფანტაზიას მიანდეთ… ეს ბრინჯი ნორთან და თევზთან როგორ გადაიხვევა უკვე თქვენი გადასაწყვეტია. იყენებენ ხშირად კიტრს თევზთან ერთად და ავოკადოს. ყველაზე პოპულარული მგონი სალმონი, ანუ ორაგულია, თინუსი (ტუნა)… მე თუ სუშის ვამზადებ, მხოლოდ როლებს, რადგან სხვანაირი არ გამომდის… ნორის ფოთოლზე ვაფენ ბრინჯს, ზემოდან კი თევზის ნაჭერს რამესთან ერთად ან მარტო. მერე კი გადავახვევ, სიგანზე დავჭრი და მზად არის საჭმელად….

ჰო, სოიოს სოუსში ან ვსაბიში ჩაწება არ დაგავიწყდეთ. თუ უმი თევზი ვერ იშოვეთ, დამარილებული ორაგული გამოიყენეთ, არც ეგ არის ცუდი”.
პ.ს. სუშის ძმარი იყიდება გუდვილში.

კომენტარები

კომენტარი

2 thoughts on “სუში

Leave a Reply

Top