თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > ზაფხულის ტოლმა

ზაფხულის ტოლმა

რადგან ამ ტიპის ტოლმა ასეთი სახელით არის გავრცელებული, დავტოვე როგორც არის. ზოგადად კი ამ კერძს მრავალი ქვეყნის სამზარეულოში შეხვდებით სხვადასხვა ფორმით და მომზადების წესით. გავრცელებულია აზიაში, მათ შორის კავკასიის რეგიონის ქვეყნებში.

Dolmak გახლავთ ზმნა თურქულ ენაში და ნიშნავს დატენვას, რაღაცით დატენილს. თურქეთში, საბერძნეთში უფრო პოპულარულია ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა, ასევე მეზობელ სომხეთში, ხოლო აზერბაიჯანში უფრო მეტად გავრცელებულია ბრინჯის და ხორცის ნარევით დატენილი სხვადასხვა ბოსტნეული, მაგალითად, პომიდორი, ხახვი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, ყაბაყი.  ითვლება რომ ეს კერძი ოსმალური სამზარეულოს მემკვიდრეობაა.

მართალია ამ კერძის ინგრედიენტები წელიწადის ნებისმიერ დროს მოიპოვება, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ რომ ზაფხულში ბოსტნეული სეზონური და უფრო გემრიელია.

სურვილისამებრ სატენ შიგთავსს შეგიძლიათ ხორციც დაუმატოთ (ქათმის, ინდაურის, საქონლის . . .), კერძი ღუმელში მოვამზადე უცხიმოდ, წინასწარ მომზადებულ სოუსში. ამგვარად საკმაოდ გემრიელი, ჯანსაღი და დაბალკალორიული სადილიც შედგა.

დაგჭირდებათ: 

1 კგ სხვადასხვა სახის ბოსტნეული (პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი და ა.შ.)

1 ც -სტაფილო

300 გრ პომიდორი (სოუსისთვის)

1 კონა – რეჰანი

1 კონა -ქინძი

500 გრ – ბრინჯი

2 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი.

1 ჩ/კ ბაზილიკი

1 ჩ/კ ორეგანო

მარილი/შავი პილპილი გემოვნებით

————-

პირველ რიგში მოვხარშოთ ბრინჯი, მოხარშული ბრინჯი წვრილ ცხაურზე გადავიტანოთ და შევუდგათ ცივ, გამდინარე წყალს. გაგრილების შემდეგ ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ ბრინჯი, დავამატოთ დახეხილი სტაფილო და შევკმაზოთ სანელებლებით (ორეგანო, ბაზილიკი, პილპილი) და მარილი გემოვნებით.

brinji

ამასობაში მოვამზადოთ დასატენი ბოსტნეული, ფრთხილად, ისე რომ გარეგნულად არ შეეტყოს ამოვაცალოთ გული, გავრეცხოთ და გადავდოთ ცოტა ხნით.

ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და უცნაური, ეგზოტიკური ბადრიჯანი :)
ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და უცნაური, ეგზოტიკური ბადრიჯანი :)

სოუსისთვის გახეხეთ გაფცქვნილი პომიდორი, შეკმაზეთ წვრილად დაჭრილი ქინძით, რეჰანით და მარილით.

აიღეთ საშუალო სიღრმის გნებავთ ტაფა, გნებავთ შუშის/ფაიფურის ფორმაში, მოკლედ ნებისმიერი მსგავსი რამ რაც სახლში მოგეპოვებათ და ღუმელისთვის გამოდგება. დაიწყეთ ბოსტნეულის ბრინჯით დატენვა და რიგრიგობით ჩააწყეთ ტაფაში.

შეგიძლიათ გადაინახოთ თავსახურები და ბოლოს დაახუროთ, უფრო ლამაზია :)
შეგიძლიათ გადაინახოთ თავსახურები და ბოლოს დაახუროთ, უფრო ლამაზია :)

დასრულების შემდეგ სუფრის კოვზით ნელ-ნელა ჩაასხით წინასწარ მომზადებული სოუსი და შედგით ღუმელში დაახლოებით 200 გრადუსზე.   20 წუთის შემდეგ კერძი მზად არის, ღუმელიდან გამოღების შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.

TAM_5138
გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.” ― Oscar Wilde თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://eatandtour.com

3 thoughts on “ზაფხულის ტოლმა

    1. ძალიან კარგი აზრია ეგეც :D პომიდორის, ბადრიჯანის შიგთავსს მშვენივრად გამოიყენებ :)

  1. ძალიან კარგი რეცეპტია. მსუბუქი და გემრიელი კერძი :) მადლობა :)

Leave a Reply

Top