Notice: Undefined index: full in /home/faue6pmrcifh/public_html/wp-includes/media.php on line 215

Notice: Undefined index: full in /home/faue6pmrcifh/public_html/wp-includes/media.php on line 216

Notice: Undefined index: full in /home/faue6pmrcifh/public_html/wp-includes/media.php on line 217

Notice: Undefined index: full in /home/faue6pmrcifh/public_html/wp-includes/media.php on line 218

თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > კარგი ამბები > ხვანჭკარას, სულგუნს, ჩურჩხელას და სხვა რეგისტრირებულ სახელებს ქუთაისის მწვანილი დაემატება

ხვანჭკარას, სულგუნს, ჩურჩხელას და სხვა რეგისტრირებულ სახელებს ქუთაისის მწვანილი დაემატება

Notice: Undefined index: full in /home/faue6pmrcifh/public_html/wp-includes/media.php on line 215

Notice: Undefined index: full in /home/faue6pmrcifh/public_html/wp-includes/media.php on line 216

Notice: Undefined index: full in /home/faue6pmrcifh/public_html/wp-includes/media.php on line 217

Notice: Undefined index: full in /home/faue6pmrcifh/public_html/wp-includes/media.php on line 218

ახალი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის, კონტროლისა და მათი დაცვის მექანიზმების დახვეწის, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციისა და ბრენდინგის ხელშეწყობის მიზნით, 1 დეკემბერს (2015 წ.) მცხეთაში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქპატენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად იმუშავებენ საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტებზე კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, უკვე დარეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციფიკაციების დახვეწასა და განახლებაზე, საქართველოში დაცული ადგილწამორშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების მიზნებისთვის არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის დაფუძნების წახალისებაზე.

ასევე, სააგენტო და საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სფეროში კანონმდებლობის დახვეწაზე იზრუნებენ. აღნიშნული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა განპირობებულია, საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების მნიშვნელობით, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით.

ამჟამად, საქპატენტის მიერ რეგისტრირებულია ადგილწარმოშობის დასახელების 18 ქართული ღვინო, (ხვანჭკარა, მუკუზანი, ტვიში და ა.შ.), 8 მინერალური წყალი (ბორჯომი, მიტარბი, საირმე და ა.შ.), 16 გეოგრაფიული აღნიშვნა (სულგუნი, ჩურჩხელა, ჭაჭა, დამბალხაჭო და ა.შ.).

რეგისტრაციის ბოლო ეტაპზეა „ქუთაისის მწვანილი“, „ტყიბულის ჩაი“, „მაჭახელას თაფლი“ და „ახალქალაქის კარტოფილი“.

მწვანილი

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top