თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > STRADA: ქათმის ნაგეტსი ბარბექიუს სოუსით

STRADA: ქათმის ნაგეტსი ბარბექიუს სოუსით

ჩვენი გუნდი ხშირად სტუმრობს სხვადასხვა რესტორნებს და შემდეგ რჩევებს მკითხველსაც ვუზიარებთ, თუ #სადრავჭამოთ.

ამჯერად, არა ამჯერად კი არა, აი უკვე მერამდენედ ვართ სტრადაში (მარჯანიშვილზე) და უკვე არაერთხელ ნაქები და ამოჩემებული სტეიკს თუ მსხლისა და ლურჯი ყველის უგემრიელესი სალათის, ქლაბ სენდვიჩის, კორეული კერძების, იტალიური პასტას და ხრაშუნა ბელგიური ვაფლის ნაცვლად ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ქათმის ნაგეტსებს ვუკვეთავთ.

მენეჯერს სამზარეულოში ფოტოაპარატით შეჭყეტვის უფლებასაც ვთხოვთ და ნებას გვრთავენ. რეცეპტის ყველა საიდუმლოს არ ვეკითხებით, გვერიდება, მხოლოდ პროცესს ვაკვირდებით და სულზე ვართ, როდის გამზადდება, რომ ჩავაკნაწუნოთ.

მზარეული ჩვენს თვალწინ იწყებს დამარინადებული ქათმის ფილეს მომზადებას, ტრადიციულად, ავლებს კვერცხსა და საფანელში და წვავს “ფრიტურნიცა”-ში (არ ვიცი ქართულად რა ჰქვია :((

თქვენ შეგიძლიათ ტაფაში, ბევრ ზეთში შეწვათ ან სულაც ღუმელში, უფრო ჯანსაღად გამოაცხოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დიდი დრო დასჭირდება.

ამის მერე, ჩვენი მასპინძელი ცხელცხელ ნაგეტსებს ბარბექიუს სოუსში აყვინთავებს, სანამ კარგად არ გაიჟღინთება და გაეხვევა წითელ სოუსში (თქვენ შეგიძლიათ თქვენი საყვარელი სოუსი გამოიყენოთ).

თეფშზე გადააქვს და სეზამის მარცვლებით აფორმებს.

გარნირად – კიტრისა და სტაფილოს ჩხირები გვაქვს. რა თქმა უნდა, ტრადიციულად კარტოფილი ფრიც შესაძლებელია, უბრალოდ ამჯერად უფრო ნაკლებკალორიულ ალტერნატივაზე გავაკეთეთ არჩევანი.

კერძს ასევე მოჰყვა ლურჯი ყველის სოუსი, თუმცა ვერ ვიტყვი რომ იდეალურად შეერწყა ნაგეტსს და ჩვენს გემოვნებას. ორი, დამოუკიდებელი, ინტენსიური გემოს მქონე დომინანტი სოუსი ცოტა ძნელად “ძოვდა ერთად” :D

საერთო ჯამში, სტრადას არცთუ ჩვეულებრივი ნაგეტსი საოცრად გემრიელია. რბილი ხორცი, სოუსები და ხრაშუნა ბოსტნეული…

უფ, თქვენ არ იცით რა რთულია ასეთი პოსტების შუაღამეზე წერა :D

[inline_related_posts]

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top