თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > საშობაო შთოლენი – Stollen

საშობაო შთოლენი – Stollen

შთოლენის ბევრნაირი რეცეპტი არსებობს. მე რომელიც გამოვაცხვე არის შედარებით მარტივი, არ სჭირდება 1 კვირიანი დაძველება. :))

დაგჭირდებათ

250 გრ. ქიშმიში
100 გრ. ფორთოხლის ცუკატები(დაშაქრებული ფორთოხლის კანი) დაჭრილი პატარა კუბიკებად
3-4 ს/კ რომი ან ფორთოხლის წვენი
500 გრ. ფქვილი + ფქვილი ცომის დასამუშავებლად
1 პაკეტი(15 გრ. = გამაფხვიერებელი, დაახლოებით 3 ჩ/კ.)
დანის წვერით მარილი
1 ჩ/კ. დაფქული ილი (კარდამომი)
1 ჩ/კ. ლიმონის ცედრა (გახეხილი კანი)
250 გრ. ხაჭო
200 გრ. დარბილებული კარაქი
2 კვერცხი
200 გრ. შაქარი
1 ცალი პატარა პაკეტი ვანილის შაქარი
80 გრ. დაფქული ნუში

ბოლოს მზა შთოლენის გადასასმელად 100 გრ. გამდნარი კარაქი და შაქრის პუდრა.


მომზადება

ქიშმიშს და ფორთოხლის ცუკატებს დავასხათ რომი და გავაჩეროთ 1-2 საათი.
ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, ილი (კარდამომი), ლიმონის ცედრა, ხაჭო, კარაქი, კვერცხი, შაქარი, ვანილის შაქარი ავურიოთ ერთმანეთში და მოვზილოთ ცომი. ცომი გავაჩეროთ 1 საათი ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ შევაზილოთ ნუში, ქიშმიში და ცუკატები, რომიანად.
ღუმელი გავაცხელოთ 170 გრადუსამდე(ზედა-ქვედა წვის რეჟიმით) ღუმელი ვენტილაციით 150 გრადუსამდე.
ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე კარგად მოვზილოთ და მივცეთ სთოლენის ფორმა, მოგრძო, ოვალური.
დავდოთ პერგამონით გადაფარებულ ჟარონაზე და გამოვაცხოთ დაახლოებით 70 წუთი. დააკაკუნეთ შთოლენზე და თუ ყრუ ხმას გამოსცემს, მზადაა.

 

თბილ შთოლენს გადავუსვათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ ბლომად შაქრის პუდრა.

გავაცივოთ და ისევ მოვაყაროთ შაქრის პუდრა. სულ ესაა, გემრიელად მიირთვით :))

შეგიძლიათ შეინახოთ 2-3 კვირა, ჯერ უნდა გაახვიოთ პერგამონის ქაღალდში და შემდეგ ალუმინის ფოლგაში.

კომენტარები

კომენტარი

Megi Dina
მეგი მუკბანიანი, იურისტი და მოყვარული კულინარი. რატატუის 2017 წლის ზაფხულიდან შემოუერთდა. ცხოვრობს ბერლინში ოჯახთან ერთად.

Leave a Reply

Top