თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > სტეიკი. მოკლედ და კონკრეტულად :)

სტეიკი. მოკლედ და კონკრეტულად :)

კარგ სტეიკში ნახევარ სამეფოსაც გასცვლი კაცი. აი ისეთში, პირში რომ დნება, ნაზი, ვარდისფერი, წვნიანი…  თუ გრილზეა შემწვარი, შეიძლება პირდაპირ სამოთხეში იგრძნო თავი, თუმცა ტაფაზე შემწვარიც არ მტოვებს გულგრილს, როგორც წესი.

ათასი სტატია მაქვს წაკითხული სტეიკზე და ათასი ვიდეო ნანახი იუთუბზე.  შესაბამისად უამრავი რჩევაც მომისმენია. ერთნი ამბობენ შეწვის დროს საერთოდ ნუ გადააბრუნებთო, მეორენი – ერთი-ორი გადაბრუნება უხდება კიდეცო. ჰესტონ ბლუმენტალმა კი თავისი Kitchen Chemistry-ის ერთ-ერთ სერიაში, სულაც მთელი ექსპერიმენტები ჩაატარა სტეიკზე და ხშირ-ხშირად აბრუნეთო – ასე გვირჩია. საბოლოოდ, ვის დაუჯერებთ, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ერთზე კი ყველა თანხმდება: მედიუმ სტეიკი საუკეთესოა და საშუალოდ 5- 6  წუთი სრულიად საკმარისია მის მოსამზადებლად.

steak.

ესეც სტეიკების მოკლე “ანთოლოგია”, ზემოდან ქვემოთ:

10417585_755958511137040_2178982163812447314_n
ფოტო ინტერნეტიდან

 

 

 

1. Rare  – 1 წუთი თითო მხრიდან, თითქმის უმი

2. Medium rare – 2 წუთი თითო მხრიდა, სისხლიანი

3. Medium   – 3 წუთი თითო მხრიდან, ვარდისფერი გულით

4. Medium well -4 წუთი თითო მხრიდან, თითქმის შემწვარი

5. Well done  – 5 წუთი თითო მხრიდან, კარგად შემწვარი, ანუ როგორც მზარეულები        ამბობენ დამწვარი :D

 

 

 

 

საუკეთესოდ ითვლება ბალახზე გაზრდილ-განებივრებული ძროხის სტეიკი, რომელსაც ცხიმის ძაფები დაჰყვება, ანუ მარმარილოს ეფექტი აქვს. საერთოდ, მარილისა და პილპილის გარდა სტეიკს, შეგვიძლია, არაფერი დავამატოთ. თუმცა მე მაინც გამოვიყენე რამდენიმე ინგრედიენტი:

  • 300-400 გ სასტეიკე ნაჭერი
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი
  • 2 ს.კ ლიმონის წვენი
  • ხმელი ორეგანო (ან როზმარინის პატარა ტოტი)

მოვამზადოთ სტეიკი: შევურიოთ ერთმანეთს ზეთი, ლიმონის წვენი, პილპილი და ორეგანო (ან როზმარინი, უმჯობესია ნედლი)  კარგად წავუსვათ ხორცის ნაჭერს და შევდოთ მაციავრში რამდენიმე საათი, შეიძლება ერთი ღამეც.

steak meat

კარგად გავაცხელოთ ტაფა მშრალად. ეს მნიშვნელოვანია – გავარვარებული ტაფა. თუმცა ხანძრის გაჩენა და ტაფის გაწითლება სავალდებულო არ არის :D.  ხორცს მოვაყაროთ მარილი. ზეთი უკვე უსვია, მაგრამ შეგვიძლია კიდევ გადავუსვათ ორივე მხრიდან და დავდოთ გახურებულ ტაფაზე, საშუალოზე მაღალ ცეცხლზე.  პარალელურად, ჩავრთოთ გამწოვი და ფანჯარაც გავაღოთ, რადგან ბოლი დადგება.

steiki

შევწვათ ორი წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვაბრუნოთ მეორე მხარეს, სიმხურვალეს ოდნავ დავუწიოთ, ისე რომ საშუალო ტემპერატურა  იყოს და არა დაბალი. შევწვათ სტეიკი კიდევ  2-3 წუთი.

ამ დროის გასვლის შემდეგ, სწორ ტემპერატურაზე, სტეიკი აღწევს შეწვის საშუალო დონეს medium .  თითის დაჭერისას ხორცი უნდა იყოს რბილი. რაც უფრო მეტად შევწვავთ, უფრო გამაგრდება.

steak2

 

ეს კიდევ ერთი, სხვა ნაჭერი, უფრო medium rare, ვიდრე medium

_DSC0045

ამის შემდეგ შეგვიძლია ხორცი 180 გრადუსზე შევდოთ ღუმელში 5 წუთით, ზოგიერთი მზარეული ამას აკეთებს ხოლმე, მაგრამ მე მეზარება და არ ვაკეთებ.

გადმოვიღოთ სტეიკი და 15 წუთი შევასვენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული გვაქვს,  მაშინვე მაინც ნუ დავჭრით. ეს სტეიკის (და ზოგადად ხორცის) ოქროს წესია! ასეთ შემთხვევაში ხორცი წვნიანობას მაქსიმალურად შეინარჩუნებს.

იდეალური გარნირი ცოცხალი ბოსტნეულის სალათაა. შეურიეთ ყოველგვარი ფოთლები და მწვანილეული, მოასხით ლიმონის წვენის, ზეითუნის ზეთის და მდოგვის დრესინგი. გადასარევია ბუტერბროდებშიც, მაგალითად სამსახურში რომ გაიყოლოთ.

steak.

 

ცხარე კარტოფილიც უხდება:

steak potato

 

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “სტეიკი. მოკლედ და კონკრეტულად :)

  1. Thanks for finally talking about >სტეიკი.
    მოკლედ და კონკრეტულად
    :) | Ratatui Foodport <Loved it!

Leave a Reply

Top