თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > სტაფილოს რულეტი მასკარპონეს კრემით

სტაფილოს რულეტი მასკარპონეს კრემით

დღევანდელი დესერტი სტაფილოს რულეტია. თუ თქვენ ჯერაც არ გაგისინჯავთ სტაფილოსგან მომზადებული ტკბილეული, იცოდეთ რომ უკვე დროა :) ძალიან გემრიელია კექსი, ტორტი, რულეტი, ბლინი, მაფინი… სტაფილოს ტორტის რეცეპტი უკვე გვაქვს ამ ბმულზე

carot roll

4 მსხვილი კვერცხი

130 გ სტაფილო, გახეხილი

70 გ ნიგოზი, ნიგოზი

80 გ შაქარ

150 გ ფქვილი

1 პაკეტი (10 გ) გამაფხვიერებელი

1/4 ჩ.კ. დაფქული ხმელი ჯანჯაფილი

1/2 ჩ.კ დაფქული დარიჩინი

ცოტა მუსკატი

100 მლ ზეთი ან გამდნარი კარაქი

 

კრემი

250 გ მასკარპონე

150 გ ნაღები 35% და ზემოთ

3 ს.კ შაქრის პუდრა

1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი

საცხობი ფორმა 36* 32 (გაზქურის დიდი თუნუქის ფურცელი)

 

წვრილად დაჭრილი უმარილო ფსტა დეკორისთვის

 

ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავამატოთ ზეთი და ვთქვიფოთ სანამ კარგად შეერევა. შემდეგ ვამატებთ სანელებლებს, ნიგოზს, სტაფილოს. ბოლო ეტაპზე დავამატოთ გამაფხვიერებელი და ფქვილი. მიღებული ცომი დავასხათ ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ 10-15 წუთი. ზედაპირი რომ კარგად შეშრება, ესე იგი მზადაა. გადმოვიღოთ და ქაღალდიანად გადავახვიოთ რულეტად. ამ ფორმით გავაციოთ, შემდეგ კი  ფრთხილად გადავშალოთ და ქაღალდიც ავაძროთ. კარგი ხარისხის საცხობ ქაღალდს არც ცხიმის წასმა სჭირდება ამ შემთხვევაში და ადვილადაც სძვრება ბისკვიტიდან, თავად ბისკვიტი კი საკმაოდ რბილია და არამსხვრევადი. ბისკვიტს გადავუსვათ კრემის 2/3 და ხელახლა გადავახვიოთ. დანარჩენი კრემი ზემოდან წავუსვათ. მოვაყაროთ დაჭრილი ფსტა და დაჭრამდე რამოდენიმე საათით მაცივარში გავაჩეროთ რაც შეეხება კრემს, ასე მოვამზადოთ: კარგად გაცივებულ ნაღებს დავამატოთ შაქრის პუდრა და ვანილის ექსტრაქტი (ან კრისტალები)  და ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე. ზედმეტად არ გადავთქვიფოთ! ცალკე ავთქვიფოთ ოტახის ტემპერატურის მასკარპონე და შემდეგ ერთმანეთს შევურიოთ ფრთხილად, მიქსერის გარეშე.

carrot rol

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

4 thoughts on “სტაფილოს რულეტი მასკარპონეს კრემით

  1. ნინო ფსტა რა არის?და სად იყიდება ?.ყველი ფეტა სად ვიყიდო თბილისში ხომ არ იცი?.შენი სალათის მომზადებას ვაპირებ “უმი ბოსტნეულის სალათი” და იმისთვის მინდა.მადლობა.<3

    1. ფსტა იგივეა რაც ფისტაშკები, ქართულად ფსტას ეძახიან. ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება, მაგრამ ძირითადად მარილიანი.ეს უმარილო კარფურში ვიყიდე. ფეტაც კარფურშია, თუმცა ძვირია, ეს რეცეპტში ფეტაკია, ასე ეწერა პლასტიკის ყუთში იდო დაჭრილი, წვენში. ესეც ბევრგან იყიდება, მარკეტებში. თუ გინდა ჩაანაცვლე სხვა ყველით, არა აქვს დიდი მნიშვნელობა, მოარგე შენს გემოვნებას :)

    1. მარციპანი ანუ ნუშის ცომი ჯორჯიტაში ვნახე ორიოდე დღის წინ, სხვადასხვა ფერის,პატარა პაკეტებში.

Leave a Reply

Top