თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > სტაფილოს სალათა მაროკოულად

სტაფილოს სალათა მაროკოულად

სტაფილო და ქიშმიში ერთი შეხედვით უცნაური შეხამებაა, თუმცა საინტერესო და გემრიელი. ასეთი ტიპის სალათს მაროკოელები ამზადებენ,ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით ფორთოხალსაც ამატებენ.  ლიმონის წვენი სასიამოვნო სიმჟავეს აძლევს, ქიშმიში კი სიტკბოს, საბოლოოდ კარგი შეხამება გამოვიდა, განსაკუთრებით, როცა სტაფილო და ქიშმიში ერთად ხვდებოდნენ პირში :)

ამ სალათის მირთმევა შესაძლებელია როგორც გარნირად, ასევე დამოუკიდებლად.

 carrot maroco

3 მოზრდილი სტაფილო (ან 4 საშუალო)

4-5 ს.კ ქიშმიში

3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

3 ს.კ ლიმონის წვენი

2 კბილი ნიორი

კამის რამოდენიმე ღერი

პილპილი

წითელი წიწაკა, მსხვილად დაფქული, დაქუცმაცებული

მარილი

 

წინასწარ, დაახლოებით 20 წუთით ადრე მდუღარე წყალში დავალბოთ ქიშმიში.

ბოსტნეულის სათლელით თხელ ლენტებად დავთალოთ სტაფილო. თუმცა აუცილებელი არ არის სწორედ ეს ფორმა ავირჩიოთ, შეგვიძლია გავხეხოთ სასურველი ზომის სახეხზე.

მოვამზადოთ სოუსი:  ავურიოთ ერთმანეთში დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი კამა, ზეთი, ლიმონის წვენი, ახალდაფქული შავი პილპილი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

შევურიოთ ერთმანეთს სტაფილო და ქიშმიში, დავასხათ სოუსი და კარგად ამოვურიოთ.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top