თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ისპანახის რულეტი დამარილებული ორაგულით

ისპანახის რულეტი დამარილებული ორაგულით

ეს რულეტი თამუნასთან, ჩემს მეგობართან, გერმანიაში გავსინჯე. სასწაულად გემრიელი აპეტაიზერია. თევზიც თუ გიყვართ და ისპანახიც, დარწმუნებული ვარ, გასინჯვისას ჩემსავით თვალებს დახუჭავთ, რომ გემო სრულად და უკეთ შეიგრძნოთ.

გაკეთება რთული არ არის. დაგჭირდებათ:

ისპანახი

კვერცხი

მარილში გამოყვანილი ორაგული

cream cheese ან მდნარი ყველი

შავი პილპილი და მარილი

დახეხილი პარმეზანი (სურვილის შემთხვევაში)

ვერცხლისფერი ქაღალდი და ბასრი დანა

IspanaxisRuleti1

გასუფთავებულ-გარეცხილი ისპანახის ფოთლები ოდნავ მოხარშეთ წყალში, გაწურეთ და დააბლენდერეთ.

შეურიეთ 1 ან 2 ცალი კვერცხი (იმის მიხედვით, რამდენის გაკეთებას აპირებთ. 1 კგ ისპანახს 4 კვერცხი დასჭირდება).

მიიღებთ ფაფასავით მასას. დაამატეთ სულ ცოტა მარილი (არ დაგავიწყდეთ: თევზიც მარილიანია) და შავი პილპილი გემოვნებით

თხელ ფენად გააბრტყელეთ ღუმელის საცხობ თუნუქის ფურცელზე (დაუფინეთ საცხობი ქაღალდი)

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 7-8 წუთის განმავლობაში

ოდნავ გააგრილეთ, წაუსვით კრემ-ყველი ან მდნარი ყველი მთელ სიბრტყეზე, დააწყვეთ შებოლილი ორაგულის თხელი ნაჭრები, ასევე მთელ სიბრტყეზე.

გადაახვიეთ რულეტის ფორმაზე, შეფუთეთ ვერცხლის ქაღალდში და დატოვეთ რამდენიმე საათი ან მთელი ღამე.

IspanaxisRuletiმაცივრიდან გამოღებისთანავე, შემოაცალეთ ვერცხლისფერი ქაღალდი და ჯერ კიდევ ცივი, დაჭერით თხელ რგოლებად ბასრი გასაღებით.

გარნირად, რასაკვირველია, სასწაულად უხდება მოხარშული კარტოფილი, კარაქით და კამით :)

IspanaxisRuleti2

თუ ორაგულის ყიდვა ზედმეტი მოგივიდათ და ვერ მოიფიქრეთ რამდენს რა უყოთ, აქვე სხვა რეცეპტები ორაგულით.

ან უბრალოდ დაგვირეკეთ ჩვენ და მივხედავთ :D

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top