თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > ბოზური სპაგეტი – Spaghetti alla puttanesca

ბოზური სპაგეტი – Spaghetti alla puttanesca


ვეტრფი იტალიურ სამზარეულოს, ამიტომ ხშირად ვიქექები რეცეპტებში და ჩემთვის საინტერესოს ვეძებ, ხოდა აი, ჩემმა დღევანდელმა ფოსტამ მამცნო, რომ yellowsaffron-მა ახალი ვიდეო ატვირთა იუთუბზე, მეც დავწკაპე სასურველ ლინკს:

Spaghetti alla puttanesca – სპაგეტი პუტანესკა

თქვენც ის იფიქრეთ რაც მე? კი ეგ არის, მაგრამ მთლად ის არ არის რასაც ფიქრობთ :D

მაშ ასე ბოზის ან ბოზური სპაგეტი

ერთ-ერთი ისტორიის თანახმად ეს კერძი 1950-იან წლებში შემოექმნა რესტორან-ღამის კლუბის ”რანჩო ფელონე”-ს თანამფლობელს სანდრო პეტის.
პეტის შთაგსპირაცია მაშინ ეწვია, როდესაც ერთ საღამოს რესტორნის დაკეტვას აპირებდა და მაგიდასთან მსხდომი რამოდენიმე ადამიანი დაინახა. პეტის კერძისთვის სამყოფი ინგრედიენტები არ ჰქონდა და უთხრა კიდეც მათ ამის შესახებ.
სტუმრებმა დაიჟინეს: ” Facci una puttanata qualsiasi” ”რამე მოახილინჯე, არ აქვს მნიშვნელობა” (ამ ფრაზაში puttanata ნიშნავს რაღაც მნიშვნელოვანს ან რაიმე ისეთს რაც მარტივი მოსამზადებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან ბოზი – puttana);

ამ დროისთვის კი პეტის ჰქონდა მხოლოდ ოთხი პომიდორი, ორი ზეთისხილი და ცოტაოდენი კაპარი. – ”ეს ძირითადი ინგრედიენტები გამოვიყენე სოუსისთვის” – უმხელს ჟურნალისტს პეტი.

მოგვიანებით, პეტიმ აღნიშნული კერძი ჩართო მენიუში როგორც spaghetti alla puttanesca A.K.A. ბოზური სპაგეტი!

ბოზური ინგრედიენტები
– 400 გრ სპაგეტი
– 400 გრ გაფცქვნილი პომიდორის სოუსი
– 2 ჩაის კოვზი ოხრახუში
– 8 ფილე ანჩოუსის
– 100 გრამი ზეთისხილი
– 4-5 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
– 1 ჩაის კოვზი დამარილებული კაპარი
– მარილი გემოვნებით, 2 კბილი ნიორი და წიწაკა

აქვე მახსენდება ფილმი ”Eat, Pray, Love” პირველი ადგილი სადაც ფილმის გმირი მიდის არის სწორედ იტალია – ”რათა გაიგოს ცხოვრების გემო, ნამდვილი საჭმელის გემო”.

პ.ს. და თქვენთვის რომელი სიტყვა ასოცირდება რომთან?

[youtube http://www.youtube.com/watch?v=RKDjetk5Kko]

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

9 thoughts on “ბოზური სპაგეტი – Spaghetti alla puttanesca

  1. ეს არ გამისინჯია, და რომს კიდევ იმ ჟოლოს გემო მაგონებს ჟირდანო ბრუნოს ძეგლთან რომ გეახელით

  2. “Howdy! This is kind of off topic but I need some guidance from an established blog. Is it hard to set up your own blog? I’m not very techincal but I can figure things out pretty fast. I’m thinking about making my own but I’m not sure where to start. Do you have any ideas or suggestions? Cheers”

Leave a Reply

Top