სპაგეტი მიდიებით და პამიდვრით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > სპაგეტი მიდიებით და პამიდვრით

სპაგეტი მიდიებით და პამიდვრით

ზოგჯერ გული მწყდება, სადმე ოკეანის პირას რომ არ ვცხოვრობ, სადაც ყოველ სისხამ დილით მეთევზეებს ახალდაჭერილი თევზი და ზღვის პროდუქტი გამოაქვთ წყლიდან. ეს ჩემი საყვარელი საკვებია, მაგრამ ქართულ რეალობაში ძნელია თავი ხშირად გაინებივრო: არც არჩევანია დიდი და არც ფასია პატარა :)  თუ თქვენც გიყვართ ზღვის პატარა, უშნო არსებები და  მაცივარშიც მოგეპოვებათ მარაგი, აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი :)

spagetmidia

 

70 გ სპაგეტი (1 ულუფა)

½ ჭ გარჩეული მიდიები

1 პამიდორი

1 ს.კ ტომატ-პასტა

50 მლ თეთრი ღვინო

100 მლ სპაგეტის ნახარში

1 ხახვი

1 კბ ნიორი

2 -3 ღერი ოხრახუში და რეჰანი (ან ბაზილიკი)

პილპილი

მარილი

 

მოვხარშოთ სპაგეტი მარილიან წყალში.

პარალელურად, ცოტა ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ ხახვი და ნიორი, დავამატოთ მწვანილის ნახევარი. შემდეგ დავამატოთ კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი , ტომატის პასტა და სპაგეტის ნახარში. ვშუშოთ თავახდილ ტაფაში, მაღალ ცეცხლზე. წვენი რომ შემცირდება, ჩავამატოთ მიდიები და ღვინო, განვაგრძოთ მომზადება საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში.

ბოლოს სოუსში გადაწურული სპაგეტი ჩავამატოთ და კარგად ამოვურიოთ. 1 წუთში გამოვრთოთ ცეცხლი, დავამატოთ დარჩენილი მწვანილი, მარილი და პილპილი. უგემრიელესი სპაგეტი მზადაა

spageti

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top