თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > სპაგეტი კრევეტებით

სპაგეტი კრევეტებით

ეს უგემრიელესი კერძი იტალიელი შეფ-მზარეულის ჯინო დ’აკამპოს წიგნიდანაა. წიგნს ჰქვია ‘’fantastico!” და მასში შესული რეცეპტები ზუსტად ამართლებს ამ სახელს!  ჯინო წერს, რომ ეს კერძი მისი საუკეთესო რეცეპტების სიიდანაა და 2003 წელს სარდინიაზე დასვენებისას მოუმზადა საკუთარ ოჯახს.

 spageti kreveti

5 ს.კ ზეითუნის ზეთი

2 კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი

50 გ კედარის კაკალი

1 ნაკლებად ცხარე  წითელი ჩილი წიწაკა, თესლებ გამოცლილი და  თხლად დაჭრილი

250-300გ  გარჩეული კრევეტები

100 მლ თეთრი მშრალი ღვინო

3 ს.კ დაჭრილი ბაზილიკი

500 გ პასტა ლინგვინი ან სპაგეტი

80-100 გ რუკოლას ფოთლები

მარილი

 

მარილიან წყალში მოვხარშოთ პასტა ალ დენტე მდგომარეობამდე და  გადავწუროთ .

პარალელურად,  ზეითუნის ზეთი გავაცხელოთ დიდ ტაფაზე და მოვშუშოთ ნიორი, კედარის კაკლები და ჩილი დაახლოებით 20 წამის განმავლობაში. დავამატოთ კრევეტები და განვაგრძოთ შუშვა კიდევ 1 წუთი. დავასხათ ღვინო, ჩავამატოთ ბაზილიკი და მარილი. დავტოვოთ მაღალ ცეცხლზე დაახლოებით 2 წუთი . ამის შემდეგ ჩავამატოთ გადაწურული პასტა და მაშინვე დავამატოთ რუკოლას ფოთლებიც. კარგად ამოვურიოთ, რომ რუკოლა ოდნავ დარბილდეს და პასტამაც მთელი არომატი შეიწოვოს.

სულ ესაა, უნდა მივირთვათ მაშინვე

პ.ს.  რუკოლას ფოთლებს თუ ცოცხლად დავაყრით, არაფერი დაშავდება, ძალიან გემრიელია ორივე შემთხვევაში

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top