თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > პასტა ბოსტნეულით და არაჟნით

პასტა ბოსტნეულით და არაჟნით

ერთხელ იტალიურ სამზარეულოზე გადაცემას ვუყურებდი, სადაც თქვეს, რომ მაკარონის ნაწარმი სასურველია ბოსტნეულთან ერთად მივირთვათ. ეს ხელს უწყობს მის უფრო ადვილად გადამუშავება-შეთვისებას ორგანიზმის მიერ. ამიტომ თუ ისეთი რეცეპტია, რომელშიც ბოსტნეული არ გამოიყენება, მარტივ სალათს მაინც ვუმზადებ ხოლმე გარნირად. დღევანდელ რეცეპტში პასტა ბროკოლით და სოკოთია. ორივე ძალიან მიყვარს და ხშირად ვამზადებ.

ორი ულუფისთვის გამოვიყენე ეს ინგრედიენტები რასაც ფოტოზე ხედავთ

1/2 პაკეტი  სპაგეტი

1 თავი ხახვი

ქამა სოკო

მწვანე ხახვი და რამდენიმე ღერი ოხრახუში

200 გ არაჟანი

მარილი, შავი პილპილი

მარილიან წყალში მოხარშეთ სპაგეტი.

პარალელურად,ასევე მარილწყალში 2-3 წუთით წამოადუღეთ ბროკოლი და გადაწურეთ.

ცოტა ზეთში  მოშუშეთ სოკო და ხახვი. მე ავარჩიე მაქსიმალურად წვრილი სოკოები, რომელიც დაჭრის გარეშე მოვამზადე. დაასხით არაჟანი და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ, ჩაამატეთ გადაწურული (წყალი არ გადაავლოთ) სპაგეტი და ბროკოლი. კარგად ამოურიეთ და დაამატეთ პილპილი, მარილიც, თუ საჭიროა და დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.

მარხვის პერიოდში არაჟნის გარეშეც შეიძლება. მაგრამ უფრო გემრიელი რომ იყოს, ზეითუნის ზეთი გამოიყენეთ.   არაჟნის ნაცვლად კი დაბალპროცენტიანი ნაღებიც შეიძლება, უკეთესიც კი იქნება :)

კომენტარები

კომენტარი

4 thoughts on “პასტა ბოსტნეულით და არაჟნით

  1. მეც ვაკეთებ ხოლმე, ზოგჯერ სოკოსაც ”ვაკვეხებ”

Leave a Reply

Top