ტრადიციულ-ქართული სუპ -ხარჩო |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ტრადიციულ-ქართული სუპ -ხარჩო

ტრადიციულ-ქართული სუპ -ხარჩო

2-3 კვირის წინ ტრადიციულ ქართული სუპ-ხარჩოს გაკეთება მთხოვეს. ეს კერძი აქამდე არასოდეს გამიკეთებია, ნიგვზიან ვერსიას თუ არ ჩავთვლით, ამიტომ   სასწრაფოდ დავეკითხე ჩემზე კომპეტენტურებს მისი მომზადების ძირითადი პრინციპები და საქმეს შევუდექი. მთავარი სიძნელე ტყემალი იყო, რომელიც ჩემს ახლომახლოს არ მეგულებოდა. მის ნაცვლად ვიყიდე ალუჩა, რომელიც,  სხვათაშორის, ღმერთო მიშველე და  1 კგ 9 დოლარი ღირს! :( სადღაც შორს, საქართველოში კი ამ დროს ჩემს საკუთარ ალუჩის ხეს უფასოდ ასხია :D  მაგრამ ალუჩა ხომ არ არის ცხოვრებაში მთავარი? ამიტომ  არ ვფიქრობთ უსიამოვნო წვრილმანებზე და ვაგრძელებთ გემრიელი წვნიანის მომზადებას.

sup-karcho

  • 1 კგ საქონლის ხორცი
  • 100- 150 გ   ბრინჯი
  • 2 თავი ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 80-100 გ ტყემალი ( ან მჟავე ალუჩა)
  • ქინძი, ოხრახუში
  • მარილი, წიწაკა
  • 2 ს.კ ტომატი ან 1-2 ახალი პომიდორი, გახეხილი

ესაა ძირითადი ინგრედიენტები რაც სუპ-ხარჩოს მომზადებას სჭირდება. ბრინჯი, ჩემი აზრით, 100 გრამი აჯობებს, რადგან მეტი ბრინჯით წვნიანი სქელი გამოდის. ასევე დავამატე ცოტა უცხო სუნელიდა ხმელი ქინძი, თუმცა აუცილებელი არ არის. ბრინჯიან ხარჩოს კი ნიგოზს არ ამატებენ.

გადავიდეთ უშუალოდ მომზადების პროცესზე. ხორცი კუბებად დაჭერით და მობრაწეთ ღრმა ქვაბში. დაამატეთ დაჭრილი ხახვი, დაუწიეთ ცეცხლს და ძალიან დაბალზე  შუშეთ კარგა ხანს. შემდეგ დაამატეთ ბრინჯი, დაასხით წყალი და მოხარშეთ. ხორცი რომ მორბილდება, დაამატეთ ტომატი ან პომიდვრის პიურე და ტყემალი. თუ ტყემალი ან ალუჩა ახალი ხილის სახით გაქვთ, ჯერ გათუთქეთ, გახეხეთ და შემდეგ ჩაამატეთ. წყლის რაოდენომა იმის მიხედვით განსაზღვრეთ რა სისქის წვნიანი გინდათ.

მზა კერძს დაამატეთ ნიორი, მარილი, პილპილი და მწვანილი. უხდება სიცხარე.

აი, ასეთი მარტივია ამ გემრიელიდა ნოყიერი  კერძის მომზადება!

ალბათ თქვენც გაქვთ თქვენი ვერსიები, გამიზიარეთ, როგორ ამზადებთ.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “ტრადიციულ-ქართული სუპ -ხარჩო

  1. My partner and I stumbled over here from the different
    web address and thought I might as well check things out.
    I like the things i see so now i am following you.
    Enjoy considering your internet page again.

Leave a Reply

Top