თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized > სოფი ლორენის რეცეპტები და მოგონებები

სოფი ლორენის რეცეპტები და მოგონებები

სოფი ლორენი – შესანიშნავი არტისტი და მსოფლიოს ერთერთი  ყველაზე ლამაზი ქალი. ხშირად სწორედ ასეთ სიტყვებს გავიგონებთ მის შესახებ. მაგრამ, ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ყველაფერთან ერთად ის არაჩვეულებრივი კულინარია.

sophia-loren-recipes-book-inside

ახლა, როცა მის მხრებს უკან თითქმის სამოცდაათი  განვლილი წელია, ერთგვარი სიამაყითაც კი ამბობს, რომ მისი ცხოვრება არ იქნებოდა ასეთი, რომ არა ის სიღარიბე, რომელშიც დაიბადა.

პირველი კულინარიული გაკვეთილებიც ბებია ლუიზასგან  მიიღო ბავშვობაში. მოგვიანებით სოფი ამბობდა, რომ ვერც ერთი შეფ-მზარეული ვერ ამზადებდა ისე გემრიელად, როგორც ბებია. უნდა ვენდოთ, შედარების საშუალება მას ნამდვილად ჰქონდა!

… საყვარელი, კეთილი ბებია ლუიზა, ალბათ ცომის საგლინველას აიღებდა და კარგად მოგვცხებდა, თუ სალათის ერთი ფოთოლი მაინც დარჩებოდა შეუჭმელი სუფრაზე.  მას, თავის დასთან ერთად, ეს ჩვევა ომის დროიდან გამოჰყვა, მაგიდიდან ბოლო ნამცეცსაც კი ჭამდა, – „პური რომ არ გაბუტულიყო და ხვალაც მოსულიყო“. ეს ჩვევა ბებიას მთელი ცხოვრება გაჰყვა. კარლო პონტის (სოფის მეუღლე და პროდიუსერი) დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ბებია დაეთანხმებინა, როგორც მდიდრებს სჩვევიათ, ორიოდე ლუკმა დაეტოვებინა თეფშზე…

სოფი 5 წლის იყო ომი რომ დაიწყო. ის და მისი და მშობლებმა ბებიასთან გაგზავნეს.  სწორედ ამ დროიდან იწყება მისი კულინარიული თავგადასავლები.   ბებიამ ის შრომას შეაჩვია, კულინარიის საიდუმლოებები გაანდო – მაშინ ქალის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად გემრიელი საჭმლის მომზადებაც ითვლებოდა.

პირველად პასტა მოამზადა, შემდეგ გლეხური პიცის ცომი. ამას მოჰყვა ცხარე კატლეტები ბებია ლუიზას საფირმო რეცეპტით. მოგვიანებით სოფიმ ეს რეცეპტი თავის წიგნშიც შეიტანა.

ჟურნალისტები მაინც ძალიან უცნაური ხალხია. რამდენჯერ უთხრა მათ, რომ სილამაზის არანაირი საიდუმლო არ აქვს და ყველაფერს მხოლოდ საკუთარ გენეტიკას უმადლის. მაგრამ მაინც ათასჯერ ეკითხებიან ერთსა და იმავეს. სოფიმაც გადაწყვიტა წიგნი გამოეშვა, თავისი პირველი კულინარიული წიგნი: დაე, გაიგონ, რომ მთელი საიდუმლო მხოლოდ და მხოლოდ საკვებშია, ჯანსაღ და  სწორ კვებაში. ჟურნალისტებმა მისი წიგნი თვითრეკლამის მცდელობად შეაფასეს. არა და, სულაც არ იყო ასე – იმ პერიოდში სოფი უკვე იღებდა საუკეთესო როლებს და მეორეჯერ გახდა დედა. ის ძალიან ბედნიერი ქალი იყო!

d50c12d35d1ab9da481a26a4c00b35ba

ყველაფრის მიუხედავად, პირველი წიგნი ხალხმა კარგად მიიღო. ოჯახმა კი სოფი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, ყველა რეცეპტში იპოვეს რაღაც ჩასაკირკიტებელი: აი, აქ არ წერია, რომ ბადრიჯანს სანამ გაასუფთავებთ, უნდა დამდუღროთ, რომ მაკარონი მარტო კარგი ხარისხის ფქვილით კი არა, აუცილებლად მსხვილად დაფქული, მაგარი ჯიშის ხორბლის ფქვილით უნდა გააკეთონ…   საბოლოოდ, წიგნის ხელახალი გამოცემისას, ცვლილებები მასში მთელმა ოჯახმა შეიტანა.

541811_367791129955358_1762972847_n

293860_367791109955360_844927329_n

შემდგომში სოფიმ კიდევ რამდენიმე წიგნი გამოსცა. ყველაზე პოპულარული მათ შორის „რეცეპტები და მოგონებები“ გახდა.

1235475_625744980780000_699508764_n

გემრიელი რეცეპტების გარდა აქ კინოდივის ცხოვრების უცნობ ფურცლებს ვეცნობით. კითხულობ და გიჩნდება განცდა, თითქოს სოფი აქვე შენს წინ ზის, ფაიფურის ჭიქიდან ჩაის მიირთმევს და ხმამაღლა, ჟესტებით გიყვება თავის ცხოვრებას, დრო და დრო, ისტორიების მოყოლისას რამე რეცეპტიც ახსენდება და თითქოს თითით მიგანიშნებს: დიახ, დიახ, აი ეგ, აუცილებლად ჩაიწერე, ძალიან გემრიელია!

IMG_9235-300x200

IMG_9223-300x200

ოჯახური სამზარეულოს მთავარ კომპონენტად სოფი სიყვარულს მიიჩნევს: სიყვარულს მათ მიმართ, ვისთვისაც ამზადებს.

1150787_363667387098542_1129482064_n

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top