15 წუთში მომზადებული სოკოს მარინადი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > 15 წუთში მომზადებული სოკოს მარინადი

15 წუთში მომზადებული სოკოს მარინადი

სოკოს მარინადის მრავალ რეცეპტს შორის ეს იმითაა გამორჩეული, რომ ზუსტად 15 წუთში კეთდება და მეორე დღეს უკვე შეგიძლიათ მიირთვათ კიდეც. ძალიან გემრიელია და შეგიძლიათ სალათებს, ბუტერბროდებს დაამატოთ, ხორცის ფარშირებისთვის გამოიყენოთ ან აი, ასე, პირდაპირ მიირთვათ.

მარინადი ნინო ფანჯაკიძის არაჩვეულებრივი რეცეპტის მიხედვით მოვამზადე, რომელიც რა ხანია ჩანიშნულ- შენახული მქონდა.

sokomarin

უმჯობესია, წვრილი სოკოები შევარჩიოთ, უფრო ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ საშუალო და სხვილი ზომის მქონდა.

  • 500 გ ქამა სოკო
  • 60 გ  ზეთი
  • 60 გ ძმარი
  • 1 მიხაკის ბუტკო
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ქინძის თესლი
  • დაღერღილი წითელი წიწაკა
  • 1-2 ფოთოლი დაფნა
  • 5-6 მარცვალი პილპილი
  • დაღერღილი წითელი წიწაკა (ამას უკვე მზას ვაყრი ცოტას, ძალიან უხდება)

 

შევარჩიოთ პატარა სოკოები, მაგრამ თუ დიდებია, შეგვიძლია გავჭრათ. გავრეცხოთ, დავალაგოთ პირსახოცზე და შევაშროთ.  ქვაბში ჩავყაროთ ყველა ინგრედიენტი სოკოს გარდა და წამოვადუღოთ 3 წუთით. ჩავყაროთ სოკო, დავაფაროთ თავზე და ვადუღოთ კიდევ 5 წუთი, თან ხშირ-ხშირად ამოვურიოთ.

წვენი თავიდან ცოტა მოგეჩვენაბათ, მაგრამ არაფერი დაამატოთ, სრულიად საკმარისია, მით უფრო რომ სოკოც უშვებს წვენს.

შემდეგ გადავიტანოთ მინის ქილაში წვენიანად, გავაციოთ და 1 ღამით მაცივარში შევინახოთ.

მეორე დღეს მარინადი მზადაა. როგორც უკვე ვთქვი ზემოთ,  შეგვიძლია მივირთვათ პირდაპირ, ან შევურიოთ სალათებში, ბუტერბროდებში და ა.შ

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “15 წუთში მომზადებული სოკოს მარინადი

Leave a Reply

Top