თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > სოკოს კრემ-სუპი

სოკოს კრემ-სუპი

კრემ-სუპები შესანიშნავი გამოგონებაა! გარდა იმისა რომ მარტივია, სწრაფად მზადდება და გემრიელია. ჩემი ორი ფავორიტია სოკოს და ისპანახის კრემ-სუპი.  თუ გაქვთ თავისუფალი 30 წუთი, ამ შესანიშნავი სუპის მომზადება ნამდვილად ღირს. ერთი ფინჯანი სუპი მშვენივრად ანაყრებს და ამავდროულად მსუბუქია, რაც ზაფხულში მნიშვნელოვანია.

  • 250 გ სოკო
  • 150 მლ ნაღები 10-20%
  • 2-3 კარტოფილი
  • 1 პატარა სტაფილო
  • 1.200-1.400 წყალი
  • კამა
  • მარილი, პილპილი
  • 1 თავი ხახვი

sokos supi

დაჭრილი ხახვი და სოკო მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი, დაასხით წყალი და მოხარშეთ. უხდება დაფნის ფოთოლიც.

ბოსტნეული რომ მოიხარშება ჩაამატეთ ნაღები. წამოადუღეთ, დაამატეთ დაჭრილი კამა და ბლენდერით ერთან მასად ათქვიფეთ.  შეაგემეთ მარილით და პილპილით.

უგემრიელესია!

თქვენც სცადეთ.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top