თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > სოკოს ბუდეები

სოკოს ბუდეები

ეს კერძი ისეთი ადვილია, ალბათ კულინარიაში ყველაზე გამოუცდელ ადამიანსაც კი გამოუვა.  ცოტა ინგრედიენტებიც სჭირდება და სწრაფადაც მზადდება.  შეგიძლიათ ყველაფერი წინასწარ მოამზადოთ (კვერცხის ჩასხმის გარდა) და სადილამდე რამდენიმე წუთით ადრე შედგათ ღუმელში.

მე გამოვიყენე:

10 ცალი დიდი ქამა სოკო

10 ცალი მწყრის კვერცხი

1-2 ნაჭერი ყველი (მე სულგუნი მქონდა)

1 ჩ.კ. კარაქი

რამდენიმე ღერი ოხრახუში

საჭიროების მიხედვით მარილი

 

სოკოებს ფეხები მოაცალეთ, ქუდები კი ან სწრაფად გარეცხეთ ცივ წყალში, ან სველი ჩვრით გაასუფთავეთ (ფრანგი მზარეულები სწორედ ასე იქცევიან, თუმცა მე მაინც ვრეცხავ).  შეაშრეთ.

ყველი წვრილად გახეხეთ, შეურიეთ დაჭრილი ოხრახუში და დარბილებული კარაქი. აურიეთ ეს მასა რომ შეიკრას. კარაქი ცოტა მეტიც შეიძლება, მაგრამ მე მოვერიდე ზედმეტ კალორიებს, ისედაც საკმაოდ გემრიელი გამოდის. თქვენ თავად გადაწყვიტეთ.  თუ ყველი მთლად უმარილოა ან თვლით რომ არასაკმარისი სიმლაშე აქვს, ცოტა მარილიც მიამატეთ.

სოკოს ნაპირებზე  ”შემოუშენეთ”  ყველის კედელი, შუაგულში კი დატოვეთ სიცარიელე

აქ კვერცხი უნდა მოათავსოთ.

თავზე, თუ გნებავთ, პილპილიც მოაფრქვიეთ.

შედგით 200-220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი. ყველი რომ დაადნება და კვერცხის ცილა შეიკვრება. შეგიძლიათ ზემოდან გრილითაც მობრაწოთ. მიირთვით მაშინვე, თბილი.

 

კომენტარები

კომენტარი

5 thoughts on “სოკოს ბუდეები

  1. dges movamzade sadilad, samcuxarod berlinshi mckris kvercxis shovna arc tu ise advili agmochnda. axlo-maxlo supermarketebi moviare da kvelgan ucxoplanetelivit shemomxedes. dsebnis gagrdselebis dro da survili agar mqonda da amitom ukvercxod gavakete. qatmis patara kvercxic zedmetad didi iko sokosatvis. gamovida sxva ragac, vidre unda gamosuliko, magram gemrieli ki iko-stumrebsac moeconat. yvelshi qindsic davamate da dsalian mouxda. madlobt, nino, “gemrieli” receptisatvis. :)

  2. ძალიან მიკვირს რომ ბერლინში მწყრის კვერცხი არ არის, ევროპაში ხომ ყველაფერია :) ფრანგულენოვან რეცეპტებში ხშირად მხვდება ხოლმე, გერმანელები რატომ არ სწყალობენ? თუ მწყრის კვერცხ ვერ იშოვით მაშინ ეს სცადეთ http://ratatui.me/2010/04/29/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D/ ესეც ძალიან კარგია :)

    პ.ს. დიდი მადლობა დადებითი გამოხმაურებისთვის :)

    1. ძველი ფოტოა, ცოტა უხარისხო, მაგრამ კერძი მართლაც გემრიელია :)

Leave a Reply

Top