უმარტივესი შოკოლადის სოუსი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > უმარტივესი შოკოლადის სოუსი

უმარტივესი შოკოლადის სოუსი

ეს უმარტივესი რეცეპტი შოკოლადისადმი მიძღვნილი ფრანგულენოვანი წიგნიდანაა. მზადდება 5 წუთში,შეგვიძლია ნებისმიერ დესერტთან გამოვიყენოთ,განსაკუთრებით ნაყინს უხდება.

shoco souce

175 გ შესქელებული რძე

100 გ შავი შოკოლადი

სასურველია უშაქრო შესქელებული რძის გამოყენება (სუპერმარკეტებში იყიდება) თუმცა შაქრიანითაც შეგვიძლია მოვამზადოთ, უბრალოდ, ძალიან ტკბილი იქნება.

შექელებულ რძეში ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი და შევათბოთ, ორიოდე წუთი დავტოვოთ ცეცხლზე, თან გამუდმებით ვურიოთ.  შოკოლადი რომ მთლიანად გადნება და ერთგვაროვან მასას მივიღებთ, გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელში და მივირთვათ სასურველ დესერტთან.

დარჩენილი სოუსი კარგად ინახება მაცივარში, თავდახურული,მაგრამ  განაშივით სქელდება.ამიტომ, ხელახალი გამოყენების წინ მიკროტალღურში ან ორთქლის აბაზანაზე უნდა შევათბოთ, რათა გათხელდეს.

შეგვიძლია ცოტა მარილი დავამატოთ, შოკოლადს უხდება.

ასევე,სხვადასხვა არომატის შოკოლადით შეგვიძლია სოუსიც გავამრავალფეროვნოთ. მაგალითად,გამოვიყენოთ შოკოლადი პიტნით და 2-3 ფოთოლი დაჭრილი პიტნაც ჩავამატოთ,ან წიწაკიანი შოკოლადით მოვამზადოთ პიკანტური სოუსი.

გეგმაში მაქვს დაბალპროცენტიანი ნაღებითაც ვცადო, ჩემი აზრით, კარგი უნდა გამოვიდეს.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

6 thoughts on “უმარტივესი შოკოლადის სოუსი

  1. ვაპირებ ტკბილი ბლინების გკეთებას და ალბათ ეს სოუზი მოუხდება არა?!
    და მაინტერესებს შესქელებულ რძეში კაკაო რომ გავუკეთო სუ გამოვა რამე? ბლინებს რომ მივაყოლო…

    1. შოკოლადის ნაცვლად კაკაო? არ ვიცი, არ მიცდია. სხვათაშორის, შეგიძლიათ შესქელებული რძე ქვაბში გადაიღოთ და დაბალ ცეცხლზე ადუღოთ, თან ურიოთ, მიიღებთ ტოფი სოუსს, კარამელის მსგავსს :)

  2. არა ახლა მომივიდა აზრად რადგან შოკოლადი არ მაქვს სახლში და კაკაოთი თუ გაკეთდება მეთქი ვიფიქრე. ტოფი სოუზი მოუხდება ბლინებს?

    1. შეგიძლით სცადოთ, მე დარწმუნებით ვერ გითხარით, რადგან არ მიცდია ტავად. ტოფი სოუსი როგორ არ მოუხდება, ცოტაოდენ ბანანს ან სხვა ხილსაც თუ დაადებთ. მოკლედ გემოვნების ამბავია :)

  3. უგემრიელესი გამოვიდა :) კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რატატუის!! შეგიძლიათ ეკლერის რეცეპტი შემოგვთავაზოთ? :)))

Leave a Reply

Top