თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > შოკოლადის კექსი ალუბლით და ცუკატით

შოკოლადის კექსი ალუბლით და ცუკატით

ეს ნაუცბათევად გაკეთებული კექსია, ახალი ფორმა ვიყიდე და დავტესტე. თან სტუმრად დედას ველოდებოდი და მინდოდა მისთვის მესიამოვნებინა. ძალიან მარტივად მზადდება.

soko keqis

100 გ კარაქი

3 კვერცხი

200 გ შაქარი

300 გ მაწონი

1 ჭ უკურკო ალუბალი

1/3 ჭ ფორთოხლის ცუკატები

3 ს.კ კაკაო

2 ჭ ფქვილი (იგულისხმება 250 მლ ჭიქა)

1,5 ჩ.კ სოდა

მარილი

გავადნოთ კარაქი და შევურიოთ შაქარი, შემდეგ კი კვერცხი. კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ მაწონში არეული სოდა. შემდეგ დავაცრატ ფქვილი და კაკაო, დავამატოთ მარილიც.

ბოლოს შევურიოთ ალუბალი და დაჭრილი ცუკატები.

ჩავასხათ ცხიმსაწმულ ფორმაში და ვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი (დამოკიდებულია ფორმასა და ღუმელზე)

გაგრილებულს მოვასხათ გამდნარი შოკოლადი ან მოვაყაროთ პუდრა.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

5 thoughts on “შოკოლადის კექსი ალუბლით და ცუკატით

  1. ნინო, 2 დღის წინ გავაკეთე ეს კექსი,ჟურნალი გემრიელი ვიყიდე დაა… ძალიან მაგარი გამოვიდა,მეგობრები მესტუმრნენ და მაგასთან დაკავშირებით გავაკეთე,მუსრი გაავლეს ერთი ნაჭერიც აგარ დარჩა ,მოასუფთავეს :) ნინო , მადლობა ასეთი კარგი რომ ხარ!. ძალიან ძალიან ბევრს ვსწავლობ შენგან. ნინო , როცა მოიცლი ამ რეცეპტში “ტორტი ჟოლოთი და ლიმონის კრემით ” 2კითხვა მაქ დატოვილი და მიპასუხე გთხოვ.ვიცი ძალიან გაწუხებ და ამისთვის ბოდიში.უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. :* <3

  2. ნინო, 1) გვერდებ – ხსნადი გულის ფორმის საცხობი ფორმები სად იყიდება ხომ ვერ მეტყვი?. 2) გულის ფორმის გარდა , სხვადასხვა ფორმის, ვიზუალის საცხობი ფორმებიც იყიდება? და სად იყიდება?. მადლობა …

    1. ანუკი, ყველანაირი ფორმის და მასალის საცხობი ფორმები, ასევე სამზარეულოსთვის განკუთვნილი ჭურჭელი და ხელსაწყოები იყიდება დიდ სუპერმარკეტებში, ჭურჭლის მაღაზიებში და კონკრეტულად ცხობასთან დაკავშირებული კი საკონდიტრო მასალებისა და ინვენტარის მაღაზიებში, რომლებიც მრავლად არის თბილისში

  3. გუშინ სტუმრებს მოვუმზადე ეს საოცრება გაყინული ალუბლით. ცოტა დარიჩინიც დავუმატე – არაჩვეულებრივი იყო! ჩემი პირადი აზრია – მომდევვნო ჯერზე ცუკატების გარეშე გავაკეთო, ალუბლის და შოკოლადის გემოში არაფერი მინდა შემეცილოს :) ვინც გასინჯა, თქვა რომ სწორედ ცუკატები აძლევს არაჩვეულებრივ გემოსო.
    პს შოკოლადმა საბოლოოდ ,,დახატა” :)

    1. შენი კომენტარები სტიმულს მმატებს და თვითშეფასებას მიმაღლებს :) დიდი მადლობა ამისთვის :)

Leave a Reply

Top