თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > სოკო გლეხურად

სოკო გლეხურად

სოკო გლეხურად-კერძს პირობითად ვუწოდე, რადგან სწორედ ასეთი შინაურული, მარტივი, სწრაფი და გემრიელი კერძია.  არ არის საჭირო წინასწარ რამის მიშუშ-მოშუშვა, ფარშირება და ა.შ.  დავდეთ ტაფაზე, მოვბრაწეთ, მივირთვით. მორჩა.

soko

600 გ სოკო, ამ შემთხვევაში ქამა

100 გ ბეკონი

2 თავი ხახვი

ყველი ზემოდან მოსაყრელად

მარილი, პილპილი

სოკო სწრაფად გაავლეთ ცივ წყალში და ხელსახოცზე შეაშრეთ. თუ დიდი ზომისაა, ორად გაჭერით, თუ არა და მთლიანები, ქუდიც და ფეხიც,  მოათავსეთ ღუმელისთვის განკუთვნილ ფორმაში. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, დაამატეთ დაჭრილი ბეკონი და ხახვის რგოლები, ბოლოს ყველი მოაყარეთ, გნებავთ გახეხილი, გნებავთ სიფრიფანად დათლილი.

შებრაწეთ 200  გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი. მიირთვით ცხელი, გარნირად ან დამოუკიდებელ კერძად.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “სოკო გლეხურად

  1. ნინო წეღან გავაკეთე ეს კერძი და ყველას ძალიან მოეწონა,მოაწკრიალეს თეფშები.მადლობა .ნინ ქოქოსის რძე თბილისში სად იყიდება ხომ არ იცი?.მადლობა.

    1. როგორ მიხარია :) ცარიელი თეფში მართლა საუკეთესო შეფასებაა :)

      ქოქოსის რძე ჯორჯიტაში იყიდება, გუდვილში და მსგავს დიდ მარკეტებშიც იქნება აუცილებლად

Leave a Reply

Top