თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > სირნიკები ანუ ხაჭოს ბლინები – უგემრიელესი საუზმე

სირნიკები ანუ ხაჭოს ბლინები – უგემრიელესი საუზმე

უკვე შუაღამეა, მე კი თქვენთვის ამ გემრიელ პოსტს ვწერ :)  იქნებ დილით საუზმედ სწორედ ეს უგემრიელესი “სირნიკები” მოისურვოთ (რაც თავისთავად შესანიშნავი იდეაა!) და რეცეპტიც მზად დაგხვდებათ. მერწმუნეთ, თუ ხაჭო არ გიყვართ, ასეთი საუზმე მაინც ძალიან მოგეწონებათ – თქვენ მხოლოდ გასინჯეთ!

ერთადერთი, რაც ამ რეცეპტის ნაკლიცაა და ღირსებაც ერთდროულად, არის ცომში “მანის” სიმცირე. ნაკლია – იმიტომ, რომ  ცომი ძალიან ნაზია და მასთან მუშაობა ჭირს. მაგრამ სამაგიეროდ უნაზესი სირნიკები გამოდის. მეორე ცდაზე “მანი” დავამატე, მაინც მშვენიერი იყო, მაგრამ ძველი ანუ აქ მოცემული  ჯობდა :) თქვენ თავად გადაწყვიტეთ.

sirnikebi

  • 200 გ ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • 40 გ შაქარი
  • ვანილი
  • 50 გ მანანის ბურღული
  • 2-3 ს.კ გარეცხილი ქიშმიში
  • 1/3 ჩ.კ სოდა

შევურიოთ ხაჭო, შაქარი და კვერცხი, დავამატოთ მანანის ბურღული, სოდა  და ვანილი, ბოლოს ქიშმიში.

თეფშზე დავყაროთ მანანის ბურღული (ცალკე, ამ 50 გრამის გარდა) და ამოვავლოთ სირნიკები, შემდეგ შევწვათ ზეთიან ტაფაზე. მივირთვათ არაჟანთან ერთად.

sirniki

შეიძლება მოვამზადოთ ბურღულში ამოვლების გარეშეც, პირდაპირ კოვზით დავალაგოთ ტაფაზე.

დილა მშვიდობისა და გემრიელად მიირთვით!

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “სირნიკები ანუ ხაჭოს ბლინები – უგემრიელესი საუზმე

Leave a Reply

Top