თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ქართული > შუშა, იგივე თაშ’მ’ჯაბი, იგივე ალიგო. ანუ რა საერთო ჰქონიათ ფრანგებს და სვანებს! :O

შუშა, იგივე თაშ’მ’ჯაბი, იგივე ალიგო. ანუ რა საერთო ჰქონიათ ფრანგებს და სვანებს! :O

აი, თურმე რატომ მიყვარს საფრანგეთი და ფრანგები ასე განსაკუთრებულად ;)
წლებია სვანური კუბდარის გარდა სვანური თაშ’მ’ჯაბ–ით მომაქვს თავი (ზემო სვანეთში – შუშა),
ეს არის კარტოფილის მდუღარე პიურეში (სასურველია რძეგარეულში) ჩაზელილი ახალი ყველი, რომ იწელება ისეთი.
უგემრიელესია, მიუხედავად იმისა, რომ მიშოს თქმის არ იყოს, ცომს გავს :D
ჰოოდა, აი დღეს, About.Com-იდან გამოწერილ ფრანგულის გაკვეთილებში აღმოვაჩინე, რომ ზუუსტად(!), 100% იდენტური ტრადიციული საჭმელი ჰქონიათ ფრანგებს ავეირონის პროვინციაში. და კულინარიულ წიგნებში აუცილებლად გასასინჯ არაამქვეყნიურ რამედ მოიხსენიებენ.
მართალია, გაკვეთილის ავტორი ამბობდა, ცუდ რესტორანში მოვხვდი და მზარეულმა იმდენ ხანს ურია ჩვენს საჩვენებლად, სანამ არ გააცივა და არაფრის გემო აღარ ჰქონდა, როგორც ჩანს ყველიც არ ვარგოდაო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არავითარი განსხვავება არაა ქართულ შუშასა და ფრანგულ ალიგო(ტ)–ს შორის, კარტოფილის პიურე და ახალი ყველი :)

სხვათა შორის, არაა რთული გასაკეთებელი. მთავარია კარგი, ახალი ყველი იშოვოთ, ცხელ ტაფას რომ მიადებთ და გაიწელება, ისეთი :)

მოხარშეთ კარტოფილი, კარგად ჩაზილეთ რძესთან ერთად, ჩაყარეთ დიდ ნაჭრებად დაჭრილი ყველი და ამოურიეთ დიიდი ხის კოვზით, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ – როგორც ფოტოებზეა.
მიირთვით აუცილებლად ცხლად და ფრთხილად, არ დაიხრჩოთ :D

გემრიელად მიირთვით ;)

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

6 thoughts on “შუშა, იგივე თაშ’მ’ჯაბი, იგივე ალიგო. ანუ რა საერთო ჰქონიათ ფრანგებს და სვანებს! :O

  1. კი, რა თქმა უნდა :) თუ საიტზე აკოპირებ, წყარო მიუთითე უბრალოდ. თუ ლინკავ – მაშინ ავტომატურად მიეთითება.კარგი იქნებოდა მაგ ფეიჯს თუ დალინკავდი აქაც + ანონიმუსის ნაცვლად სახელი/ურლ-თი დააკომენტე ხოლმე, თორემ ანონიმუსები ბევრია :|

  2. როგორ მომენატრა, ბავშვობა გამახსენდა. ისე, ზემო სვანეთში ბალს ზემოთ “თაშ მჯაბ” ქვია, შუშა პირველად გავიგე.

Leave a Reply

Top