შოკოლადის რულეტი მარწყვით და არაჟნის კრემით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > შოკოლადის რულეტი მარწყვით და არაჟნის კრემით

შოკოლადის რულეტი მარწყვით და არაჟნის კრემით

სანამ მარწყვის სეზონი ჯერ კიდევ არის, გთავაზობთ აი ეს შესანიშნავი რულეტი მოამზადოთ :)  ბევრი არაფერი უნდა, მაგრამ ძალიან გემრიელია. მარწყვის გარდა, ვფიქრობ, სხვა კენკრაც  მოუხდება: ჟოლო, მაყვალი ან თუნდაც ალუბალი, ბანანი.

dfgfhgf

  • 2 კვერცხი
  • 70 გ შაქარი
  • 50 გ ფქვილი
  • 15 გ კაკაო (2 ძალიან სავსე ჩაის კოვზი)
  • 1/3 ჩ.კ. სოდა
  • მწიკვი მარილი

კრემი:

  • 200 გ ხარისხიანი არაჟანი
  • შაქრის პუდრი გემოვნებით
  • 60 გ თეთრი შოკოლადი
  • 2 ს.კ ნაღები 20%
  • 15-20 ცალი მარწყვი, დაჭრილი

კვერცხები და შაქარი მიქსერით კარგად ავთქვიფოთ: მოცულობაში უნდა გასამმაგდეს, გათეთრდეს და მსუბუქი მუსივით გახდეს. დავამატოთ სოდა, მარილი და დავაცრათ ფქვილი კაკაოსთან ერთად. მიქსერის გარეშე ავურიოთ და დავასხათ ქაღალდდაფენილ ფორმაში (ზომა 34×24-ზე). ცხვება 180 გრადუსზე დაახლოებით 5  წუთი.

გამომცხვარი ბისკვიტი გადავიღოთ სუფთა პირსახოცზე, ავაძროთ ქაღალდი და ამ ქაღალდისავე დახმარებით რულეტივით გადავახვიოთ. ასე გავაციოთ ქაღალდიანად.

 

fgsfd

არაჟანს შევურიოთ პუდრა და ვანილი . გავშალოთ რულეტი, წავუსვათ კრემი, დავალაგოთ მარწყვი და გადავახვიოთ. შევდოთ მაცივარში გასაციებლად. პარალელურად, შოკოლადს ავაფხიკოთ ბურბუშელა გასაფორმებლად, ბოსტნეულის სათლელის დახმარებით. შოკოლადი ოტახის ტემპერატურის უნდა იყოს, უფრო ადვილად იფხიკება ბურბუშელა.  დარჩენილი შოკოლადი და ნაღები გავადნოთ ორთლზე. შემდეგ გავაგრილოთ, მოვასხათ ნამცხვარს, გავაფორმოთ შოკოლადის ბურბუშელით და მარწყვით.

ruleti shoko

კრემის კიდევ ერთი კარგი ვარიანტია:  60-80 გ თეთრი შოკოლადი ჩავადნოთ  150-200 მლ ცხელ ნაღებში (33-36%)  და გავაციოთ რამდენიმე საათი, შემდეგ ავთქვიფოთ და მივიღებთ მსუბუქ, გემრიელი კრემს.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top