თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > შოკოლადის ნამცხვარი

შოკოლადის ნამცხვარი

მცირე პაუზის შემდეგ პირველი პოსტისთვის ეს შოკოლადის ნამცხვარი შევარჩიე. დღეს შაბათია, გემრიელი სადილებისა და დესერტების დღე.  გაინებივრეთ თავი, შემდეგ კი ბევრი ისეირნეთ მზითა და სითბოთი სავსე პარკებში, ქუჩებში :)

chococake

 

130 გ შაქარი

2-3ს.კ  არაჟანი

130 მლ  რძე

1  კვერცხი

1 კვერცხის გული

2 ს.კ  კაკაო

1 ჩ.კ სოდა+ლიმონის წვენი

100 მლ ზეთი ან გამდნარი კარაქი

ფქვილი იმდენი, რომ კეფირის სისქის კრემოვანი მასა მივიღოთ

100 გ ნუთელა ან სხვა შოკოლადის კრემი

დეკორისთვის : ფსტა, ნიგოზი, ნუში ან თხილი

 

ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავამატოთ არაჟანი და რძე, შემდეგ სოდა+ლიმნის წვენი. დავაცრათ კაკაო და ფქვილი, დავამატოთ ზეთი. უნდა მივიღოთ კრემისებური,  ცოტა თხელი ცომი, დაახლოებით ისეთი, როგორც ცივი კეფირის სისქეა. შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა არომატი ჩვენი სურვილით: ვანილი, ალკოჰოლი, ფორთოხლის ცედრა…

საშუალო ზომის საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და დავასხათ ცომი.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთი. თბილ ნამცხვარს თავზე წავუსვათ შოკოლადის კრემი ან თუნდაც ჩვენივე მომზადებული შოკოლადის გლაზური და მოვაყაროთ სასურველი თხილეული, ამ შემთხვევაში ფსტა.

გაცივების შემდეგ დავჭრატ პატარა კვადრატებად და გავუმასპინძლდეთ მეგობრებს

გემრიელად მიირთვით :)

 

ასევე იხილეთ: სხვა რეცეპტები შოკოლადით

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “შოკოლადის ნამცხვარი

  1. ბისკვიტი შოკოლადის მაფინების მსგავია თუ მეშლება? რაც არ უნდა იყოს მადისაღმძვრელად გამოიყურება!
    ველით ახალ–ახალ გემრიელ პოსტებს, თორე დაგვიძველდა ,,რატატუის” პურ–მარილი:) :)

Leave a Reply

Top