თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > შოკოლადის მაფინები ნაღებზე

შოკოლადის მაფინები ნაღებზე

 

ძალიან ნაზი და გემრიელი მაფინების რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ.  დიდი ხნის წინ მოვამზადე, ზაფხულში, როცა ნათია მინაშვილი (www.PerfectCook.org-ის შემქმნელი) სტუმრად მეწვია თვის მშვენიერ გოგონებთან ერთად. დეკორაცია ჩვენი ბავშვების ერთობლივი შემოქმედება იყო, რითაც კარგად გაერთნენ :)

2 კვერცხი

100 გ შაქარი

130 გ ფქვილი

120 გ ნაღები (30%-ის ზემოთ)

1 ჩ.კ გამაფხვიერებელი

2 ს.კ კაკაო

4 ს.კ ზეთი

20-24 უკურკო ალუბალი

 

გლაზური: 1/3 ჭიქა ალუბლის პიურე, საწურში გატარებული, 1 ჭიქა გაცრილი შაქრის პუდრი

ალუბალი შეგიძლიათ გაყინული გამოიყენოთ.

ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. დავამატოთ ნაღები. შემდეგ კი ზეთი. კარგად ავურიოთ და  დავაცრათ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. მიღებული ცომი გავანაწილოთ ფორმებში, თითოეულს 2 ალუბალი ჩავუდოთ გულში და 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წთ ვაცხოთ (დრო ინდივიდუალურია ყველა ღუმელისთვის).

გლაზურისთვის, ალუბალი დავაბლენდეროთ, შემდეგ კი კოვზის დახმარებით მსხვილ საწურში გავატაროთ. მიღებულ ერთგვაროვან პიურეს შევურიოთ პუდრი. თუ გლაზურს ცოტა ხნით მაცივარში გავაჩერებთ, თავდახურულს, უკეთ დაფიქსირსება მაფინებზე.  გაცივებული მაფინი თავით ჩავდთ გლაზურში და თეფშზე დავალაგოთ.

გამოდის დაახლ. 10-12 მაფინი,ფორმის ზომების შესაბამისად.

პ.ს. პატარა შენიშვნას დავამატებ ნაღების შესახებ: მე გამოვიყენე ნატურალური რძის ნაღები, რომლის შესახებაც ამ პოსტში ვწერდი.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top