თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სასმელი (ალკოჰოლური/უალკოჰოლო) > შოკოლადის ლიქიორი

შოკოლადის ლიქიორი

ეს ზაფხულის არდადეგებიდან გამოყოლილი რეცეპტია.  წლების წინ, სურამში დასვენების დროს მასწავლა ერთმა ქალმა, რომელმაც ჩემს მეზობლად მცხოვრებ შვილიშვილს ჩამოაკითხა თბილისიდან დაბადების დღეზე და ეს ლიქიორიც ჩამოიტანა. ძალიან ქალური, კრემოვანი, გემრიელი სასმელია, ”გოგოშკურ” შეკრებებს რომ მოუხდება ისეთი ;)

soko liquer

100გრ მუქი კაკაო
1 ქილა შესქელებული რძე, თეთრი
1,200 ლ.წყალი
1კგ შაქარი
300გრ სპირტი(არაყი არა)

კაკაო , წყალი, შაქარი დაშესქელებული რძე გავხსნათ კარგად ერთმანეთში,  ერთგვაროვანი მასა უნდა იყოს, წამოვადუღოთ და გავაციოთ.შევურიოთ სპირტი. გავწუროთ რამდენიმე ფენიან მარლაში ან ძალიან წვრილ საწურზე, მე 2ჯერ ვწურავ ხოლმე.
სულ ეს არის :)
გამოდის ბლანტი, შოკოლადიანი მასა. თავიდან სპირტს რომ შეურევთ შეიძლება მოგეჩვენოთ რომ 300 გრ ბევრია მაგრამ არ მოაკლოთ, გაუვა ეგ სიმძაფრე ცოტა ხანში. შეინახეთ ბოთლში, მაცივრის გარეშე. დალევის წინ შეიძლება გააცივოთ, თუ სურვილი გაქვთ.
თუ უფრო ალკოჰოლიანი მოგონთ, შეგიძიათ სპირტი  დაამატოთ, მაგრამ ფრთხილად, ხომ იცით რომ ზედმეტი ალკოჰოლი მავნეა ჯანმრთელობისთვის ;)

 

ასევე იხილეთ: სხვა რეცეპტები შოკოლადით

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

4 thoughts on “შოკოლადის ლიქიორი

  1. aucileblad gavaketeb.nino shesqelebuli rdze igive sgushoni mouxaarshavi xo?.da spirti ramden gradusiani unda ?,da romels gulisxmob aftiaqshi roa?.kakaos muqs romels mirchev?,tavad romeli uqeni?..madloba.

    1. კი იგივე სგუშონკაა :) სპირტი 95%-იანი, აფთიაქში ვიყიდე, კაკაო კი ყველგან იყიდება მუქიც და ღია ფერიც

  2. nino ”grano duro-s tipis fqvili tbilishi sad iyideba xo ar ici?.. pamidvris chiri da mwvane zetis xili sad iyideba tbilishi?.. madloba.

    1. მაგ ტიპის ფქვილი თბილისში არ შემხვედრია, აქ ასე სახეობებად დაყოფილი ან დანომრილი არ არის სამწუხაროდ. ჩირიც არ ვიცი, მგონი თურქულ მარკეტში ჰქონდათ, მწვანე ზეთისხილი კი ძალიან ბევრგანაა, მოიკითხეთ მაღაზიებში

Leave a Reply

Top