თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > უმარტივესი შოკოლადის კანფეტები

უმარტივესი შოკოლადის კანფეტები

ეს შოკოლადის  კანფეტები ძალიან გემრიელია და საოცრად მარტივად მზადდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემს შვილს თავისივე ნაყიდი სიმინდის ბურბუშელა აღარ მოეწონა.  გადასაყრელად დამენანა, გადავწყვიტე რამე სხვა გამოყენება მომეძებნა და საბოლოოდ ასეთი კანფეტები დავამზადე.  უგემრიელესია!

kamfet

 

70 გ სიმინდის ბურბუშელა  (საუზმისთვის განკუთვნილი corn flakes)

100 გ შავი შოკოლადი

3 ჩ.კ. კარაქი

მწიკვი მარილი

წვრილად დაჭრილი ჩირი, ფერადი ცუკატი, ფსტა, თხილი ნიგოზი და ა.შ. რაც გნებავთ

 

 

ორთქლზე გავადნოთ შოკოლადი და კარაქი სანამ ერთგავროვანი მასა არ გახდება.

გადმოვიღოთ და ჩავყაროთ ბურბუშელა, დავამატოთ ცოტა მარილიც.

ფოლგის ან პერგამენტის ფურცელზე ჩაის კოვზით დავალაგოთ პატარა ბურთულები და ზემოდან მოვაყაროთ დეკორისთვის არჩეული ნებისმიერი ზემოთ მითითებული ინგრედიენტი

20 წუთით შევდოთ მაცივარში და მისართმევად მზადაა

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

5 thoughts on “უმარტივესი შოკოლადის კანფეტები

  1. ნინო, სიმინდის ბურბუშელა სად იყიდება?. კრემ–ფრეში და არლას უმარილო ნაღების ყველი ბუკო სად იყიდება?. ზიპ–საკეტიანი პარკები (გასაყინი) სად იყიდება.მადლობა.

  2. ნინო, ანისულის ვარსკვლავი , ბადიანი. ასევე კურკუმა და ტურმარიკი ასევე გარამ მასალა თბილისში სად იყიდება?.

  3. ნინო, ბაზილიკი სად იყიდება?,სად ყიდულობ?.მადლობა.ბოდიში ამდენი კითხვებით რომ გაწუხებ..

    1. ბაზილიკი მხოლოდ ხმელი იყიდება სუნელების სექციაში, ნედლი მე თვითონ დავთესე ქოთანში

Leave a Reply

Top