თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > შოკოლადის ფონდჲუ

შოკოლადის ფონდჲუ

ფონდჲუ, a.k.a. Fondue შვეიცარული დელიკატესია (დელიკატესი? ალბათ, აბა კერძი არ ეთქმის:)). როგორც წესი, ის ყველისგან მზადდება, თუმცა ვარიაციები შოკოლადითაც არსებობს.

დღეს, მეგობრებთან ერთად, შოკოლადის ფონდჲუს გაკეთება გადავწყვიტე. სპეციალური თასი, თავისი ჩანგლებით, აი ასეთი,  ბერლინში ვიყიდე ცოტა ხნის წინ (თუმცა, თუ გული გულობს, ამ თასის გარეშეც შეიძლება გაკეთება ;)).

ამისთვის ვიყიდე:

  • 2 ფილა შოკოლადი (შავი, მწარე და რძიანი. რა თქმა უნდა ეროვნული წარმოების და ბარამბოს სასახელოდ, უნდა ითქვას, რომ გაამართლა ;)). 
  • რძე (1/2 ჭიქა)
  • ნაღების ფხვნილი (ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ ნაღები ვერ ამოვიყვანე, მაგრამ არ შეტყობია გემოზე ;))
  • ვანილი
  • ბანანი და კივი (მარწყვი სეზონზე და კარგი იქნება ჩირებიც, უბრალოდ ამჯერად პოპულმა იმედები ვერ გამიმართლა)

პირველ რიგში ემალირებულ პატარა ქვაბში წამოვადუღეთ რძე, ვანილი და ე.წ. არშემდგარი მუსი, შემდეგ ცხელში ჩავყარეთ 2 ფილა შოკოლადი და ხის კოვზით მოვურიეთ, სანამ ერთიანი მასა არ გამოვიდა. პარალელურად გოგოებმა დაჭრეს ბანანი და კივი და დავაწყვეთ თეფშზე ლამაზად :)
გამზადებული შოკოლადი გადავიტანეთ ფონდჲუს ქვაბში, რომელსაც ქვემოდან რომანტიული სანთელი შევუნთეთ, რომ ცხელი შოკოლადის ტემპერატურა შეგვენარჩუნებინა და ეს ყველაფერი გავაქანეთ ჯოკრის სათამაშო მაგიდასთან. აი მერე რა მოხდა, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოზე ;))

კომენტარები

კომენტარი

One thought on “შოკოლადის ფონდჲუ

  1. რა მაგარი რამეა ასეთი ბლოგი. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ეკას კულინარული ჯადოქრობის პროცესისათვის (მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სახლში ხდებოდა ეს ყველაფერი)და მას შემდეგ რაც შედეგით ”აღშფრთოვანებული” დავრჩი, რეცეპტმაც დამაინტერესა , შემოვედი აქ და ….. მინდაააააააააააააააააააააააააა ”ფონდიუ” :)))

Leave a Reply

Top