შოკოლადის ტორტი ყაბაყით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > შოკოლადის ტორტი ყაბაყით

შოკოლადის ტორტი ყაბაყით

უჩვეულო ექსპერიმენტი – ტორტი ყაბაყით.  მაგრამ წინასწარ გულს ნუ აიცრუებთ ძალიან გემრიელია!  ყაბაყი ბისკვიტს სინოტივეს ანიჭებს და აბსოლუტურად არ აისახება გემოზე, ანუ ბოსტნეულის გემო არ დაჰყვება.  მე გირჩევთ, რომ სცადოთ :)

_DSC0157 (Copy)

3 კვერცხი

110 გ შაქარი

100 გ ზეთი

1 ჩ.კ სოდა

200-220 გ ქორფა ყაბაყი (1 საშუალო ზომის)

100 გ ფქვილი

მარილი

2 ს.კ კაკაო

40 გ დაფქული ნიგოზი (4 ს.კ)

250 გ ნაღები

80-100 გ თეთრი შოკოლადი

კვერცხი და შაქარი  გათეთრებამდე ავთქვიფოთ, უნდა მივიღოთ მსუბუქი მუსის მსგავსი მასა. თქვეფის შეუჩერებლად შევურიოთ ზეთი, მარილი, სოდა. დავაცრათ ფქვილი და კაკაო, ბოლოს კი დავამატოთ გახეხილი ყაბაყი და ნიგოზი.

გამოვაცხოთ 15 სმ დიამეტრის ფორმაში, დაახლოებით 30 წუთი 180 გრადუსზე.

გავაციოთ და გავჭრათ ორად.

კრემი წინასწარ უნდა მოვამზადოთ. ნაღები გავაცხელოთ და ჩავადნოთ შოკოლადის ნატეხები. კარგად ავურიოთ, ერთგვაროვანი სქელი მასა მიიღება. გავაციოთ მაცივარში -4-6 საათი (შეგვიძლია  ეს წინა დღითაც გავაკეთოთ).

შემდეგ შოკოლადიანი ნაღები კარგად ავთქვიფოთ, ფუმფულა, სქელი კრემი მიიღება. წავუსვათ  ბისკვიტის ფენებს და ზემოდან დაჭრილი ნიგოზი მოვაყაროთ.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top