შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი

შოკოლადის ტორტი ფორთოხლის ჯემით და შოკოლადისვე კრემით და განაშით – ეს ნამდვილი ზამთრის ტორტია :) ერთი ნაჭერი სეროტონინის საჭირო რაოდენობით აგავსებთ (არასაჭირო კალორიებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას :D) და მთელი დღე ბედნიერების შეგრძნება არ დაგტოვებთ :)

 _DSC0079 (Copy)

  • ბისკვიტი:

6 კვერცხი

220 გ შაქარი

2 ს.კ ზეთი

მარილი

1 ს.კ ლიმონის წვენი

200 გფქვილი

2 სავსე ს.კ კაკაო

  •  კრემი შიდა:

200 გ ნაღები 33-35%

200-150 გ კრემ-ყველი (შეგიძლიათ ესეც ნაღებით შეცვალოთ, უფრო მსუბუქიც იქნება)

100 გ შოკოლადი

შაქრის პუდრი გემოვნებით

  •  გარე კრემი-განაში

170 გ შავი შოკოლადი

150 გ ნაღები 33%

 

1 ქილა ფორთოხლის ჯემი/მარმელადი (დაახლ 200- 300 გ)

 

1 ფორთოხლის წვენი

ვისკი

 

28 სმ დიამეტრის ფორმა

მოვამზადოთ ბისკვიტი: კვერცხის ცილა მარილთან ერთად ავთქვიფოთ ღრუბელივით. შევათქვიფოთ შაქარი. მზა , მკვრივ ბეზეს დავამატოთ კვერცხის გულები, ლიმონის წვენი, ზეთი. შემდეგ, მიქსერი გარეშე ფრთხილად შევურიოთ ფქვილი და კაკაო. მიღებული ცომი ჩავასხათ 26-28 სმ დიამტრის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

ბისკვიტი გავაციოთ და გავჭრათ სამ ნაწილად.

სანამ ბისკვიტი ცივდება, კრემები მოვამზადოთ:

პირველი კრემისთვის, რომელიც შიგნით უნდა წავუსვათ ავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველი და შევურიოთ გამდნარი, გაგრილებული შოკოლადი. ცალკე ავთქვიფოთ კარგად გაცივებული ნაღები და შემდეგ ეს ორი კრემი ერთმანეთს ფრთხილად შევურიოთ. თუ კრემის სიტკბო საკმარისი არ არის, პუდრა დავამატოთ.

განაშისთვის ცხელ ნაღებში ჩავყაროთ დამტვრეული შოკოლადი, ვურიოთ რომ კარგად გაიხსნას და მაცივარში გავაციოთ რამდენიმე საათით.

ერთი ფორთოხალი გამოვწუროთ და დავამატოთ 2-4 ს.კ ვისკი ან კონიაკი. ამას გამოვიყენებთ დასანამად.

ბისკვიტის პირველი ფენა დავნამოთ ფუნჯის დახმარებით,  წავუსვათ კრემ-ყველისა და ნაღების კრემი. დავადოთ მეორე ფენა, ესეც დავნამოთ და წავუსვათ ფორთოხლის მარმელადი. დავადოთ მესამე ფენა, დავნამოთ.

გარედან წავუსვათ შოკოლადის განაში. თუ ძალიან გაცივდა, ცოტა ხნით ოთახის ტემპერატურაზე დავტოვოთ, უფრო ადვილი სამუშაო იქნება. მზა ტორტი მოვრთოთ ხილით ან ისევ შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით :) ოღონდ ზომიერად ;)

_DSC0112 (Copy)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top