თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > შოკოლადიანი ბრინჯის ფაფა

შოკოლადიანი ბრინჯის ფაფა

როცა ჩვეულებრივი საუზმე მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ ძალიან მარტივად აქციოთ არაჩვეულებრივად!  ერთ დილით ჩემს შვილებს ჩვეულებრივის ნაცვლად ასეთი ფაფა დავახვედრე – შოკოლადით და ხილით.  ვფიქრობ ეს იდეა შვრიის ფაფისთვისაც გამოდგება, თუკი ჭამა გინდათ, მაგრამ ვერა და ვერ შეიყვარეთ :) ბრინჯის ფაფის ერთი გემრიელი ვერსია ადრეც შემოგთავაზეთ, კარამელიზებული ხილით ( იხილეთ რეცეპტი). მოკლედ, არჩევანი თქვენზეა…

brinjis fafa

 

  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 1.5 ჭიქა წყალი
  • 2 .5 ჭიქა რძე
  • 2-3 ს.კ კაკაო (ან  60-80 გ შოკოლადი)
  • ვანილი
  • მარილი
  • შაქარი გემოვნებით
  • 50 გ კარაქი

მრგვალი ბრინჯი გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. წყალს რომ დაიშრობს, დავამატოთ რძე, ამოვურიოთ და განვაგრძოთ ხარშვა სანამ ბრინჯი კარგად არ დარბილდება. მაგრამ ამავდროულად, რძე მთლიანად არ უნდა დაიშროს. ჩავამატოთ კაკაო ან წვრილად დაჭრილი შოკოლადი, შაქარი გემოვნებით და კარგად ავურიოთ, რომ თანაბრად განაწილდეს. შემდეგ დავამატოთ მწიკვი მარილი, კარაქი და ვანილი. კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ თეფშებზე და დავამატოთ სასურველი ხილი.

brinjis fafa shokoladitხილი შეიძლება იყოს გაყინულიც, კარამელიზებულიც, ცოცხალიც – სეზონის მიხედვით. კენკრა ძალიან უხდება.

წარმოიდგინეთ, რა კარგია ცივი, უჟმური და ნაცრისფერი ზამთრის დილის ასეთი საუზმით დაწყება – შოკოლადი ხომ აბედნიერებს :)

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top