თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ცხელი შოკოლადი დარიჩინით

ცხელი შოკოლადი დარიჩინით

ამ ღვთაებრივ სასმელს სწორედ იმ მაიას ტომებს უნდა ვუმადლოდეთ, რომელთა წინასწარმეტყველების ახდენასაც ასე მონდომებით ველოდით 21 დეკემბერს. ;)

მიუხედავად იმისა რომ სასმელმა მრავალი ცვლილება განიცადა, ითვლება რომ სწორედ მაიას ტომებმა დაიწყეს პირველად მისი მომზადება ჯერ კიდევ 2000 წლის წინ, რასაც სხვადასხვა დროს გაკეთებული აღმოჩენებიც ადასტურებს, მაიას იეროგლიფების, შოკოლადის ნარჩენებიანი დოქების სახით.

XV საუკუნეში კი უკვე აცტეკებმა მოიპოვეს ეს შესანიშნავი მემკვიდრეობა. აცტეკები შოკოლადს ნაყოფიერების, სილამაზის და სექსის ქალღმერთს – ჰოჩიკეცალს უკავშირებდნენ და შოკოლადის სასმელს როგორც შესაწირს ისე იყენებდნენ.  მათი დამზადებული სასმელი უფრო ცხარე და სურნელოვანი იყო, თითქმის მაიას ტომების ანალოგიური. ასევე იყენებდნენ ვანილს, ცხარე წიწაკას, დარიჩინს და ეს შესანიშნავი ნექტარი დაღლილობის მოხსნის და განწყობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა.

—————–

სანამ ცხელ შოკოლადს მოვამზადებდი, მრავალი რეცეპტი თუ რჩევა წავიკითხე და ვეცადე რაც შეიძლება მარტივი რეცეპტი შემომეთავაზებინა თქვენთვის.

დაგჭირდებათ:

500 გრ – რძე

50 გრ – ნაღები (40%+)

1 ს/კ – შაქარი

1 ფილა შავი შოკოლადი (65% ზევით)

1 ჩ/კ – კაკაო

ნახევარი ჩ/კ დარიჩინი

ნახევარი ჩ/კ ვანილი

ქვაბში ჩავასხათ რძე, შაქარი, ნაღები, დარიჩინი, ვანილი და მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ,  ნელ-ნელა ქვაბში ჩაუშვით წინასწარ გახეხილი ან დამტვრეული შოკოლადის ფილა და კაკაო, ხის კოვზით ურიეთ იქამდე ვიდრე შოკოლადი საბოლოოდ არ გადნება და ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, ადუღეთ რამდენიმე წუთით.

სულ ეს არის :)

TAM_2607

 

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top