თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > შიკაი მაკი სუში

შიკაი მაკი სუში

ერთი შეხედვით შეიძლება რთული გეჩვენოთ, თუმცა ნამდვილად ძალიან მარტივია მისი სახლის პირობებში მომზადება და სულაც არაა საჭირო ამ საქმის პროფესიონალი იყოთ.

თუ სუშის მომზადება აქამდე არ გიცდიათ, თავდაპირველად ამ ბმულზე გაეცანით რეცეპტს.   მაგრამ თუ უკვე იცით სუშის ანა-ბანა, პირდაპირ კითხვა განაგრძეთ.

shikai maki

შიკაი მაკი სუშისთვის დაგჭირდებათ

ნორის ფურცელი

თევზი

სუშის ბრინჯი

ბრინჯის ძმარი

მარილი და ცოტა შაქარი

ბრინჯის მომზადებას ზემოთ მითითებულ ბმულზე გაეცანით.

sushistvis

 

თავდაპირველად ნორის ფურცელი ორად გაჭერით და გადაანაწილეთ მასზე ბრინჯი (1).

მჭიდროდ გადაახვიეთ რულეტივით (2), გაჭერით შუაზე ორად, შემდეგ კი თითოეული ნაწილი სიგრძეზე კიდევ ორად. ანუ სულ 4-ად სიგრძეზე (3).  თუმცა ამ ფოტოების გადაღების შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოვამზადე და შუაზე აღარ ვჭრი, პირდაპირ სიგრძეზე ორად, შემდეგ თითოეულს კიდევ ორად

მეორე ნორის ფურცელზე ნაპირთან დაალაგეთ 2 გადანაჭერი შუაგულით ქვემოთ (4),  დაადეთ თევზის ნაჭერი, შემდეგ ისევ ორი გადანაჭერი ამჯერად შუაგულით ზემოთ (5). გადაახვიეთ საფენის დახმარებით (6) და თხელ ნაჭრებად დაჭერით.  სჯობს მჭიდროდ არ გადაახვიოთ და ოთხკუთხა ფორმა შეუნარჩუნოთ, თუმცა არც ისაა ტრაგედია მრგვალი თუ გამოვა.

shikai

 

მთავარი  და აუცილებლად გასათვალისწინებელია იქონიოთ  სამურაის ხმალივით ბასრი დანა, თორემ დაჭრისას ფორმა ზიანდება და როლი იჭყლიტება.

ვეგეტარიანულ ვარიანტში თევზის ნაცვლად იყენებენ სტაფილოს

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top