შემწვარი ყაბაყის სალათა |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > შემწვარი ყაბაყის სალათა

შემწვარი ყაბაყის სალათა

ბოლო დროს ძირითადად მარტივ კერძებს ვამზადებ. მაქსიმუმ 30-40 წუთში რომ მოვასწრო.

ყაბაყი, ბადრიჯნისგან განსხვავებით უფრო მეტად მიყვარს და ხშირად ვიყენებ. ეს კერძიც ძალიან მსუბუქი, გემრიელი და სასარგებლოა. ერთნაირად კარგია თბილიც და ცივიც.

 

  • 2 ქორფა ყაბაყი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • მარილი
  • პილპილი
  • რეჰანი (ან ქინძი, ან კამა)

ყაბაყი დავჭრათ თხელ ნახევარრგოლებად.  დიდ ტაფაზე გავაცხელოთ ცოტა ზეთი და შევწვათ ყაბაყი სწრაფ ცეცხლზე, ძალიან რომ არ დარბილდეს. უმჯობესია ტაფაზე ერთ ფენად ელაგოს, თუმცა სათითაო ნაჭრის ცალკე შეწვა საჭირო არ არის. პერიოდულად მოვურიოთ. თითქმის შემწვარს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი. კარგად ავურიოთ და ბოლო ეტაპზე დავამატოთ დაჭრილი რეჰანი.

გემრიელია გარნირადაც  და როგორც ცალკე სალათაც.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top