თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > შემწვარი სოკო

შემწვარი სოკო




ინგრედიენტები

  • 500 გრამი გარჩეული და გასუფთავებული ქამა სოკო, [სასურველია არაკონსერვირებული] 
  • ორი სუფრის კოვზი ზეთი [სასურველია ზეითუნის ზეთი].
  • ოთხი კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი.
  • სამი სუფრის კოვზი ღვინის ძმარი. [იტალიური ძმარი „ბალზამიკო“ წითელი ღვინის, იყიდება ყველა დიდი მარკეტში]
  • მარილი გემოვნებით.
  • ერთი კონა გასუფთავებული და საშუალო ზომაზე დაჭრილი ქინძი, მარამ პირადად მე მომწონს დაკუწული. ანუ, ხელით ვანაწევრებ მწვანილს და უფრო ლამაზიც არის შესახედად :)

მომზადება

სასურველია მოვამზადოთ გაზის ქურაზე. დავანთოთ დაბალი ცეცხლი, დავასხათ ზეთი თხელ ტაფაზე და დავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში მოვხრაკოთ.

მოხრაკულ ნიორს დავამატოთ სოკო და მარილი [გემოვნების მიხედვით], ვხრაკავთ სოკოს ფერის შეცვლამდე, მიგვყავს მოყავისფრო კონდიციამდე, ისე რომ არ შევუცვალოთ ფორმა. აუცილებლად ხის ხელსაწყოები გამოვიყენოთ, თორე მეტალი მაინც თავისებურ გემოს უტოვებს [ან მე მეჩვენება ასე]

დავამატოთ ძმარი და ცოტა ხანი გავაჩეროთ, რომ სოკომ შეიწოვოს ძმარი, შემდეგ ვხრაკავთ და ვურევთ ნელა და ნაზად, რათა არ დაზიანდეს სოკო, ამას ვაკეთებთ მანამ, სანამ არ აორთქლდება ძმარი. გამოვრთოთ ქურა და ზედ დავტოვოთ კერძი.

დავჭრათ ან დავკუწოთ ქინძი და მოვაყაროთ ზედ, დავაფაროთ სახურავი და 30 წამის განმავლობაში გავაჩეროთ.
პროპორციებს თუ გავითვალისწინებთ ის მხოლოდ ორ ადამიანს ეყოფა, მაგრამ თუ გარნირად
მივირთმევთ: ხორცეულთან ან თევზეულთან მაშინ ოთხ ადამიანსაც დააპურებთ.

გემრიელად მიირთვით :)

P.S. ამ კერძს უხდება შემდეგი სასმელი:

თეთრი მშრალი და კარგად გაციებული ღვინო. [+8/+9 გრადუსი] სასურველია
რქაწითელი ან ქისი. ოთახის ტემპერატურისღვინო, ფიროსმანი ან ვარდისფერი მუსკატი. კარგად გაციებული არაყი [-1/+2გრადუსი].

საბოლოო ჯამში კი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებასა და იმაზე თუ რას მიირთმევთ.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top