თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > შემწვარი ცეცხლოვანი კიტრები

შემწვარი ცეცხლოვანი კიტრები

რეცეპტის ავტორი ჩვენი მოძმე ბლოგერი, ზურა – Zur.Ge

მოიმარჯვეთ კიტრი, პომიდორი, ახალი და ძველი ხახვი, მარილი, ცხარე წიწაკა, კვერცხი, ყველი, ყვავილოვანი კომბოსტო და დავიწყოთ ექსპერიმენტი.

თავდაპირველად ვჭით კიტრს, ისე, როგორც ბადრიჯანს.
კერძში წამყვანი სწორედ შემწვარი კიტრია.

რატომ კიტრი და არა ბადრიჯანი? იმიტომ, რომ შემწვარი კიტრი ბევრად გემრიელია, გაცილებით ტკბილი და ბადრიჯნის სპეციფიკური მომწარო გემოც არ წაჰკრავს. ასე რომ, დღეიდან იცოდეთ: ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ბადრიჯანი კიტრით ჩაანაცვლოთ, არ ინანებთ, დამიჯერეთ.

ანუ, დავჭერით კიტრი და ჩავყარეთ ტაფაში. ამასობაში პომიდორს ჩავხეხავთ და კვერცხს ჩავახლით, ახალ და ძველ ხახვს ჩავაჭრით, სუნელებიც შეიძლება. მოვაყრით მარილს.
კიტრი რომ დაიბრაწება, წინასწარმომზადებულ ჩახეხილ პომიდორს დავასხამთ. კიტრის რამდენიმე ნაჭერსაც ჩავამატებთ.

წინასწარ მოვხარშავთ ყვავილოვან კომბოსტოსაც და საბოლოოდ მასაც პომიდორთან ერთად ტაფაში ჩავუძახებთ. დავამატებთ ყველს.
ამ დროს გაფრთხილდით, თითებიც არ მიაყოლოთ. დღეს კიდევ ორი თითი შევწირე საყვარელ საქმეს.
დავაცდით, რომ ჩაიხრაკება, ამოვიღებთ და შევექცევით.
გემრიელად მიირთვით ;)

კომენტარები

კომენტარი

6 thoughts on “შემწვარი ცეცხლოვანი კიტრები

  1. აუ კიტრის შეწვა აქამდე არასდროს მომფიქრებია :-<და აუცილებლად ვცდი :>

  2. :$როგორ მიხარია ამ ბლოგის აღმოჩენა :))შემწვარი კიტრი ჩემი მარკაა :D

  3. მე ჯერ არ მიცდია, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება რომ მაგარი იქნება. ყაბაყიც უგემრიელესია შემწვარი, არადა თხლად დაჭრილი სალათში, უმადაც იჭმევა. ჰოდა კიტრი რითია ნაკლები?მე დღეს ისეთი ექსპერიმენტი ჩავატარე და გაამართლა, ხვალ მოგიყვებით აუცილებლად ;)))

Leave a Reply

Top