თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > შემწვარი სოკო ბრიუსელის კომბოსტოთი

შემწვარი სოკო ბრიუსელის კომბოსტოთი

ექსპერიმენტები ბრიუსელის კომბოსტოთი ისევ გრძელდება :) ჩვენს ბლოგზე არსებულ რამდენიმე რეცეპტს კიდევ ერთს მივამატებ.

ეს კერძი გავაკეთე “თვალის ზომით” და რადგან დიდი გასაზომ-ასაწონი არც არაფერია, თქვენც იგივეს გირჩევთ :) გაითვალისწინეთ თქვენი გემოვნება და ისე მოამზადეთ, რაღაც მიამატეთ, რაღაც მოაკელით, მიენდეთ საკუთარ გემოს რეცეპტორებს…

გჭირდებათ:

ბრიუსელის კომბოსტო

ქამა სოკო

მარილი, პილპილი, მწვანილი

ხახვიც, თუკი გიყვართ.

გარცხილ-გარჩეული კომბოსტო 5 წუთით ჩაყარეთ მარილიან, მდუღარე წყალში

პარალელურად, ხახვი მოშუშეთ, დაამატეთ სოკო და მაღალ ცეცხლზე განაგრძეთ შუშვა. ასე სოკო სწრაფად მოიბრაწება და ნაკლებ წვენს გაუშვებს. შუა პროცესში კომბოსტოები დაამატეთ, ცეცხლს დაუწიეთ, თავზე დააფარეთ  და განაგრძეთ შუშვა, სანამ კომბოსტო დარბილდება.

შეაგემეთ მარილით, პილპილით და დაჭრილი მწვანილით( რომელიც მოგწონთ და გეგემრიელებათ სოკოსთან)

 

 

პ.ს. მზადების ბოლო მომენტში მოვასხი სულ ცოტა ძმარი ბალზამიკო, რამდენიმე წამში, მისი აორთქლების შემდეგ გადმოვიღე ცეცხლიდან.  თავისებურ მსუბუქ არომატს აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

6 thoughts on “შემწვარი სოკო ბრიუსელის კომბოსტოთი

  1. ბრიუსელის კომბოსტოს ვყიდულობ ჩემს სახლთან, ბოსტნეულის პატარა მაღაზიაში :) ხშირად აქვთ :) ბაზარშიც ექნებათ, ბოსტნეულის სექციაში იკითხეთ, ალბათ დიდ სუპერმარკეტებშიც იქნება

    1. წერეთლის 110-ში კუთხეში გვერდიდან, ბოსტნეულის პატარა მაღაზიაა და იქ ვიყიდე :) დღეს სპეციალურად უნდა შევამოწმო აქვთ თუ არა კიდევ :)

Leave a Reply

Top